April 27, 2024

ბაკურიანში ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთვება

ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არსებული ინფორმაციით, ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი.

​ბაკურიანში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართული არიან სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღნიშნავს, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

წაკითხვა 103 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 28 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.