May 2, 2024

შატო ვარციხე და ფსიქო სოციალური განვითარების ცენტრი - დაო საგაზაფხულო პროექტს წარმოგიდგენთ

შატო ვარციხე და ფსიქო- სოციალური განვითარების ცენტრი- დაო, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ საგაზაფხულო ფესტივალს "creative healing", რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვის სხვადასხვა შესაძლებლობების გაცნობას დაეთმობა.

ღონისძიება მოიცავს რამდენიმე სივრცეს სხვადასხვა აქტივობებისთვის, მათ შორის:

სხეულზე ზრუნვის სივრცე- იოგა, ბგერითი თერაპია, მოწვეული სპეციალისტი. აღნიშნული აქტივობები ბუნებაში გაიმართება.

შემეცნებაზე ზრუნვის სივრცე -სემინარი  "სხვებზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვით იწყება - სპიკრი - "პოდკასტი მეხუთე ელემენტი".

ესთეტიკის სივრცე - ფოტო-გამოფენა და გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება, არტ-თერაპია (ხატვა და თიხაზე მუშაობა), ფოტოების გადასაღები კუთხე.

 

76d59965 f6a4 4f5d aed0 8c59970027c4

 

ფესტივალის შესახებ FirstNews.ge-ს უფრო ვრცლად მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი ენი მხეიძე ესაუბრა:

 

“შატო ვარციხე მოხარულია, რომ მასპინძლობს და აყალიბებს კულტურას, ხელს უწყობს მსგავს აქტივობებს.

საქართველოში ძალიან განვიცდით მსგავსი აქტივობების ნაკლებობას, რაც რეალურად ძალიან გვჭირდება. ჩვენი მიზანი და სურვილია საფუძველი ჩავუყაროთ და ხშირად ვუმასპინძლოთ მსგავსი ტიპის სხვადასხვა აქტივობებს,“- განაცხადა ენი მხეიძემ.

 

a567707d 6700 45ab 88dფფფფ4440 2706762790ba

 

ღონისძიებას  შატო ვარრციხე მასპინძლობს და მასზე დასწრება თავისუფალია.

 

“შატო ვარციხე და ფსიქო სოციალური განვითარების ცენტრი - დაო, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საგაზაფხულო პროექტს წარმოგიდგენთ.

დღესდღეობით, როდესაც ცხოვრების რიტმი აჩქარებულია და ყოველდღიურობას ძირითადად საქმიანი რუტინა მოიცავს, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ თვითზრუნვის აუცილებლობა. თვითზრუნვის პრაქტიკა ხაზს უსვამს საკუთარი საჭიროებებისა და კეთილდღეობისთვის პრიორიტეტის მინიჭების მნიშვნელოვნებას, რათა შევინარჩუნოთ როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობა.

ფესტივალი - ‘’creative healing’’, დაგეგმილი აქტივობებიდან გამომდინარე, გულისხმობს მშვიდ გარემოში, საკუთარი თავის კრეატიულად გამოხატვის და აღმოჩენის შესაძლებლობას.

ხატვა, თიხაზე მუშაობა, მედიტაცია ან თუნდაც მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღება, ის აქტივობებია, რომელიც საშუალებას გაძლევს შეისწავლო საკუთარი ემოციები, აზრები და გრძნობები, შეამცირო სტრესის და შფოთვის დონე, ისწავლო შენი შემოქმედებიდან და რაც მთავარია  ისიამოვნო პროცესით,”- განაცხადა ჩვენთან საუბარში ფსიქო სოციალური განვოთარების ცენტრის თანადამფუძნებელმა ნათია ჯიქიამ.

 

წაკითხვა 280 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 01 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.