April 26, 2024

"ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ნება" - ბაბუშერას აეროპორტს რუსები გაარემონტებენ?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რუ­სე­ბი ახა­ლი პრო­ექ­ტის და­წყე­ბას აპი­რე­ბენ.abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნას გეგ­მა­ვენ. ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რო­გორც ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვა­ლე­რი ბგან­ბამ ТАСС-სთან სა­უბრში გა­ნა­ცხა­და, "ეს აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კის გა­და­სარ­ჩე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯია".

 

"არ მინ­დო­და მოვ­ლე­ნე­ბის­თვის გა­მეს­წრო, მაგ­რამ გარ­კვე­ულ გეგ­მებს გა­გიმ­ხელთ, - იმის­თვის, რომ აე­რო­პორ­ტმა იმუ­შა­ოს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მთლი­ა­ნად უნდა შე­იც­ვა­ლოს. უკვე ნა­პოვ­ნია მსურ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ავი­ა­რე­სებ­შიც ჩა­დე­ბენ ფულს, თუმ­ცა, მი­ზეზ­თა გამო, მათ გვა­რებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ. გე­ტყვით, რომ ეს არის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება", - გა­ნა­ცხა­და ბგან­ბამ პე­ტერ­ბურ­გში გა­მარ­თულ "ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თშო­რი­სო ფო­რუმ­ზე" დას­წრე­ბის შემ­დეგ.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ვა­რა­უ­დით, ფო­რუმ­ზე სწო­რედ რუ­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რეს. რე­გი­ონ­ში დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა კი, აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნით და­ი­წყეს.

 

ბგან­ბას თქმით, "პრო­ექ­ტზე შე­თან­ხმე­ბა უკვე არ­სე­ბობს, თუმ­ცა, რო­დის დას­რულ­დე­ბა, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ძნე­ლია. შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ წელს სო­ხუ­მის მი­წა­ზე თვითმფრი­ნა­ვი დაფ­რინ­დეს".

აფხა­ზი პო­ლი­ტი­კო­სის ცნო­ბით, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი ბევ­რად უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლია, ვიდ­რე სო­ჭის, რად­გან ზღვის მხა­რეს შე­სას­ვლე­ლი აქვს და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტს წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცია ეკა­ვა.

"შე­საძ­ლოა, ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი გა­რე­მონტდეს, მაგ­რამ თა­ვად აე­რო­პორ­ტის შიდა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მთლი­ა­ნად უნდა შე­იც­ვა­ლოს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ. სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გარ­და, რუს კო­ლე­გებ­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ფრე­ნის ნე­ბარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - ამ­ბობს ბგან­ბა.

სა­უ­ბა­რია სო­ხუ­მის აე­რო­პორტზე, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქი­დან 18 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, გუ­ლი­რიფ­შის სო­ფელ ბა­ბუ­შე­რა­ში მდე­ბა­რე­ობს და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის შემ­დეგ შე­წყვი­ტა.

ბა­ბუ­შე­რას ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ბი­ლი­კის სიგ­რძე 3,6 კი­ლო­მეტ­რია. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, თა­ვის დრო­ზე, აე­რო­პორ­ტი პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა სა­ხის სა­მო­ქა­ლა­ქო თვითმფრი­ნა­ვებს იღებ­და, რო­გორც ზღვის, ასე­ვე მთე­ბის მხრი­დან.

"იმ წლებ­ში ტერ­მი­ნა­ლი ზა­ფხულ­ში, ზღვის სე­ზონ­ზე დღე-ღა­მე­ში 5 ათა­სამ­დე მგზავრს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ზამ­თარ­ში კი - ათასს", - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია, რო­მე­ლიც ბგან­ბას პრო­ექ­ტის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი და მას არა­სე­რი­ო­ზულს უწო­დებს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბის ამუ­შა­ვე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც XXI სა­უ­კუ­ნე­ში დე­ნით ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მო­სახ­ლე­ო­ბა. თუნ­დაც გუ­შინ, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი ქვე­ყა­ნა უშუ­ქოდ იყო. როცა გვაქვს, მა­ში­ნაც იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვიხ­დის დე­ნის ფულს, თუმ­ცა, ეს ხომ ძვე­ლი ამ­ბა­ვია და ამა­ზე სა­უ­ბა­რი არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია", - წერს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ნი­კი­ტა სუ­ხუმსკის" ფსევ­დო­ნო­მით.

"აე­რო­პორ­ტი კი არა, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რე­ბი ვერ გა­გი­რე­მონ­ტე­ბი­ათ, ამ­დე­ნი წე­ლია. გა­ი­ა­რეთ სო­ხუმ­სა და გაგ­რა­ში, რამ­დე­ნი­მე გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ქუ­ჩის გარ­და, ნა­ხეთ რა ხდე­ბა. ქა­ღალ­დზე და­წე­რი­ლი პრო­ექ­ტი უამ­რა­ვი გვი­ნა­ხავს და უკვე ვი­ცით, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი - ხა­ჯიმ­ბას კი­დევ ერთი ვა­დით არ­ჩე­ვას", - წერს ვა­ლე­რი ჩი­ბი­სო­ვი.

"ვინ­მემ რომ გკი­თხოთ, და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რძვით იმის­თვის, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა რუ­სე­ბის ხელ­ში არ აღ­მოჩ­ნდეს და აე­რო­პორ­ტს ყი­დით რუ­სებ­ზე? ვი­თომ აქამ­დე არა­ფე­რი გა­გე­ყი­დოთ. თურქ ბიზ­ნეს­მე­ნებს ია­რა­ღით და "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბით დას­დევთ და რუ­სებს უფ­რო­სად გვის­ვამთ?", - ამ­ბობს ბო­რის ჩუ­კბა­რი.

ambebi.ge

წაკითხვა 759 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.