April 27, 2024

გუშინდელი მოვლენების შედეგად, სტაციონარებში 240 ადამიანი შეიყვანეს

სულ სტაციონარებში შემოყვანილი 240 ადამიანი იყო, აქედან 80-პოლიციელია.

ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა ინგოროყვას კლინიკაში დაშავებულების მონახულებისას განაცხადა.

 

„კონკრეტულად ინგოროყვას კლინიკაში შემოყვანილი იყო 46 პაციენტი, მათგან 35 გაწერილია, ხოლო 11 განაგრძობს მკურნალობს. რაც შეეხება საერთო მონაცემებს, სულ სხვადასხვა სტაციონარში 240 ადამიანია შემოყვანილი. ამ წუთას კი 102 ადამიანი ჰოსპიტარიზებულია. უმრავლეს შემთხვევაში მათ აღენიშებოდათ ტრავმა, დაჟეჟილობა და თვალის დაზიანებები. ამ წუთებში მიმდინარეობს 2 ოპერაცია, მათგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

მისივე თქმით, თვალის დაკარგვა 2 ადამიანის შემთხვევაში დაფიქსირდა.

წაკითხვა 720 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.