"გვარამიას შარვალი ამან შეუკერა" - გამონათქვამები ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ

გთავაზობთ გამონათქვამებს ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება:

* თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი, ოქრუაშვილმა იცის!!!

* მელოტი ძიძაც ეგ იყო, პროსტო მერე თმა ამოუვიდა და ახლა ნიკა მელია ასრულებს მელოტი ძიძის როლს.

* თუ ყველგან და ყველაფერში ოქრუაშვილი იყო, გახარია რატომ უნდა გადადგეს?! გადადგეს ოქრუაშვილი!

* რო მოკლეს, ის ბაბუ ვინ იყო?!

* ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და… იბიარდი!

* ნაძვის ხესთან საჩუქრებს ეგ აწყობს

კოსმოსში გაგზავნილ ჩაკრულოს ეგ ასრულებს

ფანტომასის მასკის ქვეშ ეგაა

გვარამიას შარვალი ამან შეუკერა

პიზის კოშკი მაგან გადაღუნა

მუნკის ხიდზე ეგ კივის

ხეთა რიგს რკალად ხრის

და კიდე მეფის ქალიშვილებს ესიზმრება!

* სიყვარული ვენახში, ია ფარულავას როლს მე ვასრულებდი. (ირაკლი ოქრუაშვილი).

*სერიოზულად ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ფსიქიატრებმა უნდა გასინჯონ. თუ ნორმალური აღმოჩნდება, გასინჯოს არმაგედონის ზანგმა.

*ისე, რას ერჩით ამ კაცს, თითქმის გააერთიანა ერი!! ყველა თანხმდება, რომ ოქრუაშვილი მასხარა და მატრაბაზია! ასეთი ერთსულოვნება, მხოლოდ “სიტი პარკის” მესვეურთა კეთილებთან დაკავშირებით მახსოვს!

*აბუ ირა იბნ ოქრო ალ ტყვიავი.

* “მე მოვკალი ძერა”, “გივიც” მე ვარ _ ირაკლი ოქრუაშვილი.

* ნეტავი არ გამომეცხდოს და არ მითხრას, ის პრინცი ვისაც ელოდებოდი მე ვარო და რაღას დავეძებ. ფუი ეშმაკს!

*მკვდარი ზღვა მე მოვკალი.

* დიდგორის ბრძოლა მე დავაფინანსე (c) ირაკლი ოქროუაშვილი.

* რეიხსტაგზე დროშა ამას აუტანია თურმე;

* ეს ყოფილა ბილ გეიტსი;

* ის ძერაც მაგან მოკლა თურმე;

* მაგან დაანგრია საბჭოთა კავშირი;

* ქართლის ცხოვრების ვახტანგისეულ რედაქციასაც აფინანსებდაო;

* წყეული კლიმაქსი დედა უტირა კაცს;

* ​ხალხო!!!ვარდენი გაგიჟდა. ბიძინა უმკურნალებს,"

წაკითხვა 225 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.