April 26, 2024

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

დღეს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 25-დან 30 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 27-დან 32 გრადუსამდე. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს, 29-30 გრადუსია, მოსალოდნელია მცირე წვიმაც.

 

3 აგვისტოს, საქართველოს ცალკეულ რაიონებში გაწვიმდება. შავი ზღვის სანაპიროზე დილის საათებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი გამოიდარებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, წვიმაა მოსალოდნელი კახეთის ზოგიერთ რაიონში, აგრეთვე სტეფანწმინდა, გუდაურის მიდამოებში და ახალქალაქში, წალკასა და ბაკურიანში.

 

4 აგვისტოს მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება და უნალექო ამინდი მთელ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 37 გრადუსამდე იქნება.

წაკითხვა 715 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 02 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.