“სასტუმრო კოპალაში ფინანსური პოლიცია შევიდა! დასამალი არაფერი მაქვს! ”- ამერიკელი ექსპერტი კრისტინა პუშაუ
სასტუმრო კოპალაში ფინანსური პოლიცია შევიდა. - ამის შესახებ იუწყება NLI - " ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის" დირექტორი ამერიკელი ექსპერტი საქართველოს საკითხებში - კრისტინა პუშაუ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
კრისტინა პუშაუ ასევე, პატრიოტთა ალიანსის წევრზე გიორგი ლომიაზე საუბრობს, რომელმაც პარლამენტში მეორე დღეს ისტერიული გამოსვლა მიუძღვნა NLI-ის .
“მივესალმები ასეთ კრიტიკას რადგან ეს გვიჩვენებს რომ ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვართ, როგორც NLIის დირექტორი დასამალი არაფერი მაქვს. NLI არაკომერციული იურიდიული პირი, რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით, ჩვენი არაკომერციული საგანმანათლებლო მისიისთვის. ჩვენ ვართ თვითდაფინანსებით, ასევე გვყავს საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენი ბიუჯეტი არ გახლავთ დიდი. ბოლოს კი სანამ მმართველი პარტია გააკეთებს რაიმეს NLI ის წინააღმდეგ, უნდა გააცნობიერონ თუ რა მოჰყვება საპასახუდ ამ ყოველივეს, რადგან რაც ამ ერთ თვეში ვისწავლე თ ახალგაზრდა ქართველთან შეხვედრისას, ეს არის ის, რომ ახალი თაობა ძალიან გამბედავია და სამართლიანობის ძალიან ძლიერი გრძნობა აქვს"- წერს ქრისტინა პუშაუ.
NLI ძალიან პოპულარულია ახალგაზრდობში. დღეს, სასტუმრო "კოპალაში" ყველაზე დიდი ნაკადის - 140 ახალგაზრდის მიღება მოხდა. სულ მთლიანობაში ამ ბანაკმა 740 ახალგაზრდას უმასპინძლა.
სიახლეები
- "სამარცხვინო რეზოლუციით ქართველ ხალხს გვითხრეს, გავათავისუფლოთ კრიმინალი სააკაშვილი და დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ეს ქვეყანა სიცოცხლის ფასად გადაარჩინა"
- "ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე, რომელსაც 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, რეზოლუციის ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან მორიგი თაღლითობა და შანტაჟია"
- "ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის" - ემანუელ მაკრონი
- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებენ
- ევროპარლამენტი სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითხოვს