April 27, 2024

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

5 ოქტომბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი, უნალექო ამინდი იქნება, 6 და 7 ოქტომბერს კი ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

5 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 22- 27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე გათბება.

 

6 ოქტომბერს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 24 -29 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი დედაქალაქშიც, ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსი იქნება.

 

7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20- 25 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 21 -26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, 7 ოქტომბერს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

წაკითხვა 600 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.