April 27, 2024

ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებულ სიძე-ცოლისძმას მეორე დღეა ეძებენ

ჯან­და­რის ტბა­ზე და­კარ­გულ ორ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ოჯა­ხი და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი მე­ო­რე დღეა ეძებს. 26 და 21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის სიძე და ცო­ლისძმა არი­ან.

 

გი­ორ­გი ქვე­ლა­ძის და ირაკ­ლი ბო­ჭო­ი­ძის ოჯა­ხის წევ­რებს იმე­დი აქვთ, რომ ბი­ჭე­ბის ნავი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დი­ნე­ბამ წა­ი­ღო და ისი­ნი ცო­ცხლე­ბი არი­ან.

 

 

 

 

ოჯა­ხი და­კარ­გუ­ლე­ბის ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს და ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე­ვე თვითმხილ­ვე­ლებს თხოვ­ნით მი­მარ­თავს - თუ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თონ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს.

 

 

26 და 21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი, ჯან­და­რის ტბა­ზე 2 დე­კემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 13:00 სა­ათ­ზე და­ი­კარ­გნენ.

 

 

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით აწარ­მო­ე­ბენ ტბის ფსკე­რის წყალ­ქვე­შა მო­ნი­ტო­რინგს.

 

 

სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯან­და­რის ტბა­ზე მუ­შა­ო­ბენ წყალ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ტე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ამოწ­მე­ბენ ტე­რი­ტო­რი­ას. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფი. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია სა­მაშ­ვე­ლო დრო­ნი და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა.

 

 

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრენ­მა დღეს დი­ლი­დან, ხილ­ვა­დო­ბის აღ­დგე­ნის­თა­ნა­ვე გა­ნა­ახ­ლა მუ­შა­ო­ბა.

 

 

 

 

სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ში დი­ლი­დან ჩა­ერ­თო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე და­კარ­გუ­ლებს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ეძებს, სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლია წყალ­ზე მაშ­ველ­თა ჯგუ­ფი და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა. სა­ნა­პი­რო ზოლს ამოწ­მე­ბენ მე­სა­ზღვრე­ე­ბი.

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 481 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 03 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.