April 27, 2024

"ჩვენ ვდგავართ კრიტიკულ გზაგასაყარზე" - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანა კრიტიკულ გზაგასაყარზე დგას, რადგან 11 მაისიდან გარკვეული შეზღუდვები იხსნება.

როგორც ცერცვაძე ამბობს, კორონავირუსთან ბრძოლა წარმატებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ქვეყნის გახსნის შემდეგ არსებული მდგომარეობა შენარჩუნდება.

 

ჩვენ ვდგავართ კრიტიკულ გზაგასაყარზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იხსნება შეზღუდვები, იხსნება ქვეყანა, 11-დან გაიხსნება დიდი ქალაქები, მანქანების მოძრაობა და გარკვეული აქტივობები აღდგენილია, მოხდება ეტაპური აღდგენა, გაიხსნება მაღაზიები, გარდა ტანსაცმლის მაღაზიებისა და რაც ყველაზე მთავარია, გუშინ და გუშინწინ ანონსდებოდა ტურისტული სეზონის გახსნა, სასტუმროების ამოქმედება, მომავალში კაფე-ბარების. ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს და მაინც აკეთებენ ამას, იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, მაგრამ დაიმახსოვრეთ მთავარი - წარმატებად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავიხსნებით და ეს მოხდება რამდენიმე დღესა და კვირაში და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, აი, ეს იქნება წარმატება" — განაცხადა ცერცვაძემ.

წაკითხვა 537 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 09 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.