May 20, 2024

ზაზა სარალიძე შსს-დან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, მიზეზი ემოციური ფონი და მაღალი წნევა გახდა.

 

“ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, არის ის, რომ როდესაც აქ მოვედი, ზაზა სარალიძე იყო მძიმე მდგომარეობაში. მას აქვს ემოციური ფონი და გარდა ამისა, ის მთელი დღის განმავლობაში საკვების გარეშე იმყოფებოდა, რამაც შაქრის ძალიან მაღალი დონე და მაღალი წნევა გამოიწვია. შესაბამისად, საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა”,- აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.

 

“ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მე როდესაც მოვედი, უკვე მიმდინარეობდა შემოყვანის პროცედურები. თავად ზაზა სარალიძის თქმით, მან მოითხოვა, რომ ადვოკატი დასწრებოდა შემოყვანის პროცედურებს, თუმცა მე არ დამასწრეს”- აღნიშნა მან.

წაკითხვა 7942 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 26 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.