May 15, 2024

უსაფრთხო სატრანსპორტო დერეფნის პროტოკოლი შემუშავდა

საქართველოში შემუშავდა უსაფრთხო სატრანსპორტო დერეფნის პროტოკოლი, რომელიც მიეწოდა ყველა მეზობელ და პარტნიორ ქვეყანას. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში.

 

დოკუმენტის მიხედვით, კორონავირუსის გამო საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნების სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრია, უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

 

"2020 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ დამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 4.0 ათასი ტონა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია 26.4 პროცენტით. შემცირება განპირობებულია ამ ეტაპისთვის რეგულარული სამგზავრო ფრენების შესრულების შეჩერებით, რომლის მეშვეობითაც ასევე დიდი რაოდენობით უზრუნველყოფდნენ ტვირთების გადაზიდვას. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა მომსახურებას, 2020 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს აეროპორტები 0.7 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე შემცირებულია 30.1 პროცენტით“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.

 

როგორც დოკუმენტში მთავრობა განმარტავს, რეგულარული სამგზავრო საჰაერო გადაყვანების შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოში არ შეზღუდულა რეგულარული და ჩარტერული სატვირთო ფრენები და ჩარტერული სამგზავრო ფრენები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები დაუბრუნდნენ სამშობლოს და საქართველოში მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქეები თავიანთ ქვეყანაში გაემგზავრნენ.

წაკითხვა 321 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 02 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.