გერმანიის მთავრობის დაფინანსებით დევნილებისთვის 122 სახლი აშენდება

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 4 ივნისიდან დაიწყო და 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე მიღებული განაცხადების მონიტორინგის პროცესი უკვე დაწყებულია.

 

დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, 100 სახლი დასავლეთ საქართველოში, 22 კი შიდა ქართლის რეგიონში აშენდება. შერჩეულ ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.

 

პროექტში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალშიშეუძლიათ. აუცილებელია ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა პორტალზე - WWW.MY.GOV.GE. მომსახურების ველში იძულებით გადაადგილებულმა პირმა უნდა აირჩიოს - სერვისები დევნილთა და ეკომიგრანტთათვის.

 

განაცხადების შევსება ასევე შესაძლებელია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:

  • ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ.N106;
  • ქუთაისი - აბაშიძის გამზ. N27;
  • გორი - სამების ქ.N1;
  • რუსთავი - ცურტაველის ქ.N5ა.

 

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. 

წაკითხვა 355 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 04 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.