May 15, 2024

"აზერბაიჯანთან ძმობაც შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება" - მეუფე შიო

"ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და ამასთან ერთად, სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება", – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ დავით გარეჯში, წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯი არის უმნიშვნელოვანესი მონასტერი, რომელსაც საქართველოს ათონს უწოდებდნენ. მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხზე სიმართლე დადგინდება.

 

დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება სულ მალე შეიცვალოს. თქვენ იცით, რომ მუშაობს ორმხრივი კომისია, ახალი კომისია. როგორც ვიცით და იმედი გვაქვს, ეს კომისია ბევრად უფრო პრინციპულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო“, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

მღვდელთმთავარმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ორმხრივი კომისიის მუშაობა უახლოეს მომავალში განახლდება.

წაკითხვა 338 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 04 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.