April 27, 2024

"დაგვანებონ თავი ამ ადამიანებმა" - გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიმართვა

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, სხვადასხვა ტელეკომპანიას შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული ფოტოებით, თუ კადრებით, ასევე სხეულის დაზიანებებზე საუბრით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. 

„არაერთხელ გააკეთეს ექსპერტებმა განცხადება, რომ დაზიანებები იყო მთელ სხეულზე, მაგრამ ამ დაზიანებების ხარისხი, მიყენების მექანიზმი და დროის განსაზღვრა საჭიროებდა ლაბორატორიულ გამოკვლევას, ე.წ. ჰისტოლოგიურ კვლევებს.

 

მაპატიეთ, თქვენს კოლეგებს ეხება, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია – ვიზუალური თვალსაზრისით ამ ძალად სკანდალების მოსმენისას ყოველ დღე, რომ თითქოს ვიღაცამ რაღაც ფოტოები აღმოაჩინა, თითქოს ვინმემ რაღაც დასკვნა დადო, არ დაიჯეროთ! რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. 

 

ექსპერტების თქმით, პირველადი დათვალიერებით ძვლების მოტეხილობის ბავშვს არ აღენიშნება. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ვიღაცამ არ სცემა და არ ჩაახრჩო წყალში, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვიცოდეთ?! ოჯახს არ უნდა თავის მოტყუება და დაგვანებონ რა ამ ადამიანებმა თავი, ვისაც რაღაცის თავზე მოხვევა უნდათ. ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის, ჩვენთვის მთავარია სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ამიტომ ამ დაზიანებებზე შემიძლია ეს გითხრათ. იყო მთელ სხეულზე, თუმცა მოტეხილობების სახით ეს დაზიანებები არ იყო“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

წაკითხვა 766 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 07 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.