"როცა მოწყენილი ვარ..." - "ფეისბუქზე" მოკლული რვა წლის გოგონას წერილი ვრცელდება

"ფე­ის­ბუქ­ზე" ვრცელ­დე­ბა სას­კო­ლო რვე­ულ­ში ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­საც გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას სა­ხე­ლი და გვა­რი აქვს მი­წე­რი­ლი. წე­რი­ლი გო­რის მე­ხუ­თე სა­ჯა­როს სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა ცირა ხუ­ბუ­ლურ­მა გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას პე­და­გო­გია.

 

8 წლის გო­გო­ნა თხზუ­ლე­ბა­ში, სა­ხე­ლად "როცა მო­წყე­ნი­ლი ვარ..." გარ­დაც­ვლილ ბი­ძა­ზე წერს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გო­გო­ნას დე­დის ძმა, რო­მე­ლიც 30 წლამ­დე ასა­კის იყო, ერთი წლის წინ კას­პის რა­ი­ონ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა.

 

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას პე­და­გო­გი ცირა ხუ­ბუ­ლუ­რი აღ­საზ­რდე­ლის შე­სა­ხებ წერს: "რით ვა­ნუ­გე­შოთ დე­და­შე­ნი? ჩემო უნი­ჭი­ე­რე­სი გოგო! ბრძენს ვე­ძახ­დი, ისე­თი აზ­რე­ბი მოს­დი­ო­და ლა­მაზ თავ­ში, კლას­ში ლი­დე­რი იყო, ახ­ლაც სკო­ლა­ში შე­ჯიბ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ტვი­ნე­ბის ბრძო­ლა და ნა­ნი­კო კა­პი­ტა­ნი იყო გუნ­დის! დიდი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და მე-5 სკო­ლამ! ყვე­ლამ ერ­თად გა­მო­ვი­ძი­ოთ და ვი­პო­ვოთ ის არა­კა­ცი!" - წერს პე­და­გო­გი და ფოტოს აქვეყნებს.

 

moklulibavshviswerili 2018 10 26 K9clUaLjSu3

 

შეგახსენებთ, რომ გორ­ში, 8 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.ნ. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, გორ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

 

მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე კა­ხა­ბერ სა­ბა­ნა­ძეს, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ­ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, დე­ტა­ლებ­ზე არ უსა­უბ­რია. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში კვლავ გრძელ­დე­ბა.

 

ცნო­ბი­ლია, რომ 8 წლის ნანა ბე­რი­აშ­ვი­ლი გუ­შინ შუ­ა­დღი­სას გა­უ­ჩი­ნარ­და. გო­გო­ნა სკო­ლი­დან სახ­ლში დაბ­რუნ­და და მერე კვლავ სკო­ლა­ში, ცეკ­ვის წრე­ზე უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ის გზი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ბავ­შვის ცხე­და­რი მდი­ნა­რე ლი­ახ­ვის ნა­პი­რას იპო­ვეს.

 

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

 

წაკითხვა 8529 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 06 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.