May 20, 2024

დღეს, 18:00 საათიდან მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Firstnews.ge უცვლელად გთავაზობთ:

 

"ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 00:00 საათამდე მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, ორთაჭალიდან ნიკოლოზ ბარათაშვილისა და კოტე აფხაზის ქუჩებისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ავტობუსები და მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე, შემდეგ ვირსალაძის ქუჩიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროსკენ მობრუნდებიან, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან,"– ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 7449 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 12 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.