გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის 2 000 ლარიანი სანქცია იმოქმედებს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ის ფიზიკური პირი, ვინც 9 ნოემბრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევს 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეიზღუდება კომენდანტის საათი არ არის.

 

„ჩვენ კანონმდებლობით უკვე გვაქვს განსაზღვრული სანქციები, იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. მინდა აღვნიშნო, პირველ რიგში, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც დაწესებულია, კერძოდ, 2 ათასი ლარი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილი.

 

ცნობისთვის, 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.

წაკითხვა 313 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.