May 3, 2024

თებერვალი 15 2023 წაკითხვა 304 ჯერ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკოსი გოგი წულაია სექსუალური ხასიათის ქმედებაში დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

თებერვალი 15 2023 წაკითხვა 270 ჯერ

ისრაელში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის პროფესიების ჩამონათვალი, შესაძლოა, გაფართოვდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განუცხადა და როგორც აღნიშნა, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დასასაქმებლად პროფესიების ჩამონათვალის გამრავალფეროვნების მიმართულებით უწყება უკვე მუშაობს.

 

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, ისრაელში გერიატრიული ასისტენტის პროფესიაზეა მოთხოვნა.

 

ამასთან, როგორც ბარკალაიამ აღნიშნა, საქართველო მსურველებს ამ მიმართულებით მოსამზადებელ კურსებს უფასოდ სთავაზობს.

 

„გერმანიაში არაკვალიფიციურ მუშახელზეა მოთხოვნა და ძირითადად, სეზონურ სამუშაოებზე. ისრაელში კონკრეტულად, გერიატრიული ასისტენტის პროფესიის მქონე პირები ესაჭიროებათ. არსებობს ის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ისრაელში სამუშაოდ აქედან გაგზავნილმა საქართველოს მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს. ამ მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ტრენინგ-კურსებიც გაკეთდა, მომზადდა და გადამზადდნენ ჩვენი მოქალაქეები იქამდე, სანამ ისრაელში წავიდოდნენ. სახელმწიფო აფინანსებს ამ ტრენინგ-კურსებს. ასევე, განვიხილავთ ისრაელში პროფესიების გამრავალფეროვნებასაც იმიტომ, რომ ისრაელს სხვა მოთხოვნადი პროფესიებიც აქვს და საჭიროებაც შესაბამისად არის. ცირკულარულ მიგრაციაში მნიშვნელოვანია მოთხოვნა - მიწოდებას შორის სწორი ბალანსი დავიცვათ ანუ მიმღებ ქვეყანაში მიწოდებით ჩვენს ქვეყანაში არ შეიქმნას დეფიციტი. აქედან გამომდინარე ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ბალანსი იყოს დაცული.

 

ზოგადად, მოთხოვნადი პროფესიები, არამარტო ისრაელში, არამედ ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში არის სატრანსპორტო- ლოჯისტიკური, სამშენებლო და სასტუმრო-სარესტორნო პროფესიები. ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა ამ მიმართულებით იქნება და გაიზრდება, თუმცა ამ მიმართულებით მოთხოვნა ჩვენთანაც, ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მაღალია. აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ დამსაქმებლებთან, რომ, პირველ რიგში, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და სამუშაოს მაძიებლებს ის კვალიფიკაცია შევძინოთ, რომელიც სჭირდება ადგილობრივ ბიზნესს მოქალაქეები აქვე რომ დასაქმდნენ.

 

არსებობს მოკლევადიანი მომზადება - გადამზადების კურსები. ამ მიმართულებით უფრო მეტი რესურსის ჩადებას ვფიქრობთ და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უშუალოდ დამსაქმებლებთან, რომ დამსაქმებლებს მივცეთ შესაძლებლობა, ისინი გავაძლიეროთ, რათა თვითონ დაატრენინგონ მათთვის მოთხოვნად კვალიფიკაციაში მაძიებელი და შემდეგ უკვე დაასაქმონ“, - განაცხადა ბარკალაიამ.

 

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, დასაქმების მაძიებლების პირველი 17-კაციანი ჯგუფი ისრაელში დეკემბერში უკვე გაემგზავრა, მეორე ჯგუფი კი უახლოეს პერიოდში გეგმავს წასვლას.

 

„იცით, რომ ცირკულარული მიგრაციის დასაქმების პროგრამა გერმანიასთან უკვე მიმდინარეობს. გასული წლის მონაცემებით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს 1500-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა. გერმანიის დასაქმების სააგენტო და საქართველოს დასაქმების სააგენტო ვაგრძელებთ მუშაობას, რათა გერმანიის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ვაკანსია იყოს მოწოდებული და კიდევ უფრო მეტ საქართველოს მოქალაქეს მიეცეს გერმანიაში სეზონურად დასაქმების შესაძლებლობა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ ლეგალური დასაქმების მექანიზმებით, თუმცა, გერმანიისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, ჩართულობა სახელმწიფო სტრუქტურების არ არის, ეს არის საფრანგეთის მხარის მიერ სამუშაო ვიზის გამარტივებული წესით გაცემის მექანიზმი, რომელიც ბოლო ოთხი წელია მოქმედებს. საფრანგეთი სამუშაოს მაძიებელ საქართველოს მოქალაქეს სამუშაო ვიზას მარტივი პროცედურების დაცვით უფორმებს.

 

ისრაელთანაც გავმართეთ ანალოგიური მექანიზმი, ამ შემთხვევაშიც, როგორც ჩვენი, ასევე ისრაელის მხრიდან სახელმწიფო დასაქმების სტრუქტურები არიან ჩართულები. დეკემბერში ისრაელში პირველი 17 მოქალაქე უკვე წავიდა. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ისრაელში წასვლის შესაძლებლობა უფრო მეტს მიეცეს. აქაც დამოკიდებული ვართ ისრაელიდან მოწოდებულ ვაკანსიებზე, თუმცა პირველი ყინული გალღვა და დეკემბერში 1-ელი ჯგუფი წავიდა. უახლოეს მომავალში, მეორე ჯგუფიც ემზადება ისრაელში დასაქმებისთვის. მეორე ჯგუფის ფარგლებში, 12 ადამიანი მზადაა, თუმცა ესეც განახლებადი პროცესია და ყოველდღიურად იცვლება სურათი“ ,- განაცხადა ბარკალაიამ.

თებერვალი 15 2023 წაკითხვა 195 ჯერ

საქართველოს საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თებერვალი 14 2023 წაკითხვა 198 ჯერ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს პარლამენტში ირანთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი ჭიჭინაძე, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს მაჰმუდ ადიბის შეხვდნენ.

თებერვალი 14 2023 წაკითხვა 197 ჯერ

ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

თებერვალი 13 2023 წაკითხვა 154 ჯერ

ქუთაისში, უამინდობის გამო, ე.წ. ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაუქმდა.

გვერდი 78 სულ 642
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.