აგვისტო 02 2022 წაკითხვა 194 ჯერ

საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში, როცა ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს - კერძოდ, თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორში) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური.

აგვისტო 02 2022 წაკითხვა 272 ჯერ

გავრცელებული აზრის თანახმად, ''ტრავმის დროს, პაციენტის განძრევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება'' რაც ცალსახად არასწორი დებულებაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი არჩილ მარშანია წერს.

 

მისი თქმით, სინამდვილეში ეს ისეთივე არასწორია როგორც ვთქვათ ''ტრავმის დროს, პაციენტის განძრევა ყოველთვის შეიძლება''-ს თქმა იქნებოდა.

 

"ნებისმიერი ტრავმის დროს, მოქმედებების დაწყებას და რაობას განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი:

 

1) გარემოს დათვალიერება - უსაფრთხოება;

2) პაციენტის შეფასება - პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე;

3) დამხმარე ადამიანების რაოდენობა და პირველადი დახმარების ცოდნა;

4) ხელთ არსებული აღჭურვილობა;

5) რა დრო დასჭირდება სასწრაფო დახმარებას ადგილზე მოსვლისთვის.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით ხდება რისკის და სარგებლის შეფასება და შეფასების  შემდეგ კი მოქმედების განსაზღვრა / დაწყება.

 

თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, ერთი წინადადებით ყველა შემთხვევას ვერ მოვერგებით, თუმცა ძალიან მოკლედ და უხეშად რომ ვთქვათ, სასწრაფოში დარეკვის შემდეგ:

 

1) თუ პაციენტი უგონოა და არ სუნთქვას ან აღენიშნება სიცოცხლისთვის მყისიერად საფრთხის შემქმნელი დაზიანება - ნებისმიერი საშუალებით უნდა მოხდეს პაციენტის გამოყვანა უსაფრთხო გარემოში და დაიწყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;

 

2) თუ გარემო შეიცავს გარდაუვალ და მაღალი რისკის საფრთხეს -  ნებისმიერი საშუალებით უნდა მოხდეს პაციენტის გამოყვანა უსაფრთხო გარემოში და დაიწყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;

 

3) თუ პაციენტი სუნთქავს და/ან კონტაქტურია, გარემო არ შეიცავს გადაუდებელ მაღალი რისკის საფრთხეს - პაციენტი არ უნდა გაინძრეს, დაფიქსირდეს უსაფრთხო პოზიციაში და დაველოდოთ სასწრაფოს მოსვლას.

 

უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიდან (თუ ეს ვიდეო არ არის ძალიან დეტალური, უწყვეტი და არ ასახავს სრულ სურათს) ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია რაიმე დასკვნების გაკეთება და პროფესიული შეფასება. 

 

ამიტომ ხმამაღალი შეფასებებისგან სჯობს თავის შეკავება, არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რადგან ისედაც არსებობს მითი იმის შესახებ, რომ დახმარების გამო შეიძლება ვინმე დაისაჯოს და ამის გამო ადამიანებმა ზოგადად შეიძლება თავი შეიკავონ სხვისი დახმარებისგან, რაც რიგ შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობის შეიძლება იყოს.

 

ამორალური და დასჯადია ადამიანის განსაცდელში მიტოვება და არა დახმარება.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ,"- წერს არჩილ მარშანია.

აგვისტო 02 2022 წაკითხვა 334 ჯერ

საქართველოში 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 11 802 შემთხვევა გამოვლინდა.

აგვისტო 02 2022 წაკითხვა 210 ჯერ

მომღერალ მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს.

აგვისტო 01 2022 წაკითხვა 186 ჯერ

მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქენი, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აგვისტო 01 2022 წაკითხვა 278 ჯერ

მომღერალი მამუკა ონაშვილი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა.

გვერდი 99 სულ 535
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.