თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.
თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე, ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული მოზარდი მოინახულა.
გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად კანონის ფარგლებში, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა.
ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკაში გაკეთდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
„აიაქსის“ მწვრთნელმა ალფრედ შრედერმა „ნაპოლისთან“ 2:4 წაგების შემდეგ უცნაური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ამსტერდამელმა მოთამაშეებმა თამაში კარგად ჩაატარეს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, თავისმა მცველმა კარგად ითამაშა.