ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა, რომლებმაც საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
ქსენოფობია, მითუმეტეს აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ მიუღებელია - თუ კობახიძეს კონკრეტული ფაქტები აქვს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სახალხო დამცველს მომართოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია მიმდინარეობს.
არ გვეყო ენერგია, რომ ის მუხტი შეგვენარჩუნებინა, რომელიც ვაქცინაციის ხელშესაწყობად ადრე იყო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას აკეთებს თავად სახელმწიფო ვაქცინაციის პროცესის წახალისებისთვის და ხომ არ მოდუნდა საზოგადოებასთან ერთად მთავრობაც.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს სოლომონ პავლიაშვილსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორს ირაკლი გულედანს შეხვდნენ.