May 17, 2024

ივნისი 10 2022 წაკითხვა 180 ჯერ

აშშ-ის კონგრესში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ განცხადებები ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის საქმის საჯარო მოსმენის დროს ისმოდა, რომელიც კონგრესში პირველად გაიმართა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ივნისი 09 2022 წაკითხვა 252 ჯერ

ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ უნდა განხორციელდეს. პროექტთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელეს.

 

ცვლილების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ არ გაივლის ტექდათვალიერებას, დაეკისრება ჯარიმა – 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს – 300 ლარის ოდენობით.

 

იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექდათვალიერებას, ჯარიმის ოდენობა იზრდება – ფიზიკური პირი 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარით დაჯარიმდება.

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კომიტეტი სამუშაო ჯგუფთან და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს ჰაერის დაბინძურებასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის რეგულირებასთან დაკავშირებული პრევენციული მექანიზმების შემუშავებაზე.

 

„მუშაობა ორ ნაწილად მიმდინარეობს – ერთი მიმართულებაა ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენისა და დარეგულირება. მეორე მიმართულებაა ვიზუალური გამონაბოლქვი. შევთანხმდით, რომ ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე განიხილება, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლი დამატებით ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ტექნიკური აღჭურვის საკითხებთან არის დაკავშირებული. წინასწარი კონსულტაციების შედეგად, მთავრობამ აქტიურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რათა განისაზღვროს, როგორ, ვინ და როდის იწყებს ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს.

 

რაც შეეხება ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას, შესაბამისი კანონის პროექტი შემუშავდა კომიტეტის ფარგლებში იმ კონსულტაციების შედეგად, რომელზეც წინა შეხვედრებზე ვიმსჯელეთ “, – განცხადა მაია ბითაძემ.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ივნისი 07 2022 წაკითხვა 218 ჯერ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9604 ლარი გახდა.

ივნისი 07 2022 წაკითხვა 308 ჯერ

ქუთაისს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი ეწვია.

ივნისი 07 2022 წაკითხვა 305 ჯერ

30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ივნისი 06 2022 წაკითხვა 340 ჯერ

საქართველოში, „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.

გვერდი 110 სულ 530
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.