May 19, 2024

აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე დონალდ ტრამპი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს

აშშ-ის კონგრესში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ განცხადებები ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის საქმის საჯარო მოსმენის დროს ისმოდა, რომელიც კონგრესში პირველად გაიმართა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლიზ ჩეინიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმა გააღვივა. კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ბენი ტომფსონმა თავის მხრივ თქვა, რომ კაპიტოლიუმის შტურმმა აშშ-ის დემოკრატიას საფრთხე შეუქმნა.

 

სხდომის ფარგლებში აჩვენეს ინტერვიუები დონალდ ტრამპის კაბინეტის ყოფილ წევრებთან. მათ შორის იყო აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორი უილიამ ბარი, რომელმაც განაცხადა, რომ ტრამპის ბრალდება, თითქოსდა 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, საფუძველს მოკლებული იყო. საჯარო მოსმენაზე ასევე აჩვენეს ტრამპის ქალიშვილ ივანკას მიერ მიცემული ჩვენების ჩანაწერიც, სადაც ის აშშ-ის გენერალური პროკურორის შეფასებას დაეთანხმა.

 

ამავე საქმეზე კონგრესში ამ თვეში სულ ექვსი სხდომის გამართვაა დაგეგმილი.

 

დონალდ ტრამპმა, რომელიც 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, კომიტეტის წევრებს „პოლიტიკური ბანდიტები“ უწოდა.

 

2021 წელს, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დღეს ექვსი ადამიანი დაიღუპა. 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.

წაკითხვა 180 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.