დეკემბერი 12 2023 წაკითხვა 156 ჯერ

ქუთაისში ევროპის ორგზის ჩემპიონის აკაკი კიბორძალიძისა და ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ძიუდოში.

ნოემბერი 20 2023 წაკითხვა 1366 ჯერ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიზო მელაძე ახლა უკვე საკუთარ კარიერას ამერიკაში განაგრძობს. ქართველმა ფალავანმა საკუთარი წარმატებული კარიერის მანძილზე, საქართველოს გამარჯვება მრავალგზის მოუტანა, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

დეკემბერი 11 2023 წაკითხვა 425 ჯერ

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, დაახლოებით ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს გზავნის.

 

ამასთან, NDI-ის მონაცემებით, დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს, მათივე განმარტებით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებშია.

 

აღსანიშნავია, რომ NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. შესაბამის კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა 62%-მა გასცა.

 

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ განმარტავს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, ემიგრაციის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა - აღნიშნულ მიზეზებს შესაბამისად გამოკითხულთა 65% და 56% ასახელებს.

 

ამასთან, უმრავლესობა, 80 პროცენტი, მიიჩნევს, რომ ემიგრაციას საქართველოზე უარყოფითი გავლენა აქვს.

 

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

დეკემბერი 11 2023 წაკითხვა 167 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

დეკემბერი 10 2023 წაკითხვა 139 ჯერ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დეკემბერი 08 2023 წაკითხვა 131 ჯერ

ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ღია პირველობა კალათბურთში, 2011-2012 წლებში დაბადებულ ვაჟ კალათბურთელთა შორის.

გვერდი 21 სულ 539
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.