April 27, 2024

აგვისტო 30 2023 წაკითხვა 270 ჯერ

ხელისუფლების უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ზარალდება. ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ - აბა, ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოფილიყო ნიაღვარი? მთელი მთავრობა შიშველი ხელებით დადგებოდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აგვისტო 24 2023 წაკითხვა 211 ჯერ

მინდა გავიხსენო თუ რა როლი შეასრულეს ქართველებმა უკრაინის დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნაში. თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება.

აგვისტო 22 2023 წაკითხვა 200 ჯერ

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, ოჯახური ძალადობის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია 2 წლის წინანდელ ფაქტს ეხება, სადაც ის არა მოძალადე, არამედ თავად იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

აგვისტო 22 2023 წაკითხვა 227 ჯერ

ჩემი მთავარი ამოცანაა, ვიყო თქვენი ერთგული მსახური - თქვენთვის და თქვენთან ერთად! ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი! ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. გამარჯვება ახლოსაა! -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

აგვისტო 17 2023 წაკითხვა 220 ჯერ

ოპოზიციური პარტიები ეგებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ქართველებს თქვენ არ ევასებით და ამიტომ იმარჯვებს „ოცნება“, ან რა დასავასებლები ხართ, რას გავხართ, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აგვისტო 14 2023 წაკითხვა 307 ჯერ

ისეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები. […] ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა”, – ამის შესახებ სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა.

გვერდი 8 სულ 142
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.