May 2, 2024

ქართველმა მოჭიდავეებმა საფრანგეთში ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

ნიცაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირ - გრან პრიზე, ქართველმა მოჭიდავეებმა 10 შესაძლებლიდან 9 მედალი მოიპოვეს. 

 

ბექა ლომთაძემ (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) გადამწყვეტი შეხვედრებიც მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ.

 

დავით ტლაშაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.

 

ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

წაკითხვა 472 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.