April 26, 2024

ქუთაისის ტორპედო ფინანსური პრობლემების წინაშეა

ქუთაისის "ტორპედოს" ძირითადი გუნდის ფეხბურთელები თბილისში, "საბურთალოსთან" გასამართ შეხვედრას არ ითამაშებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათი ცნობით, თბილისში ქუთაისური გუნდის ახალგაზრდული ნაკრები ჩამოვა. მიზეზად კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები სახელდება. როგორც ცნობილია, ფინანსური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც იტალიელმა ინვესტორმა კლუბი დატოვა. გუნდი ოფიციალურად დატოვა ლეგიონერმა სამუელ ინკუმმაც. 

 

ქუთაისის "ტორპედოსა" და "საბურთალოს" შორის ეროვნული ლიგის 21-ე შეხვედრა 4 ივლისს უნდა გაიმართოს.

წაკითხვა 376 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.