გიორგი შერმადინმა ესპანეთში ისტორიული რეკორდი დაამყარა - მეთერთმეტედ მოიპოვა თვის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე შეაჯამეს იანვრის შედეგები და გიორგი შერმადინი რეალელ ედი ტავარესთან ერთად თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

იგი თვის MVP მეთერთმეტედ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია – აქამდე მასა და ტანოკა ბერდს ეს ჯილდო 10-10-ჯერ ჰქონდათ მოგებული.

 

იანვარში შერმადინი საშუალოდ 18.6 ქულას, 6.4 მოხსნასა და 2 პასს აგროვებდა. ორქულიანები 69.8-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა, საჯარიმოები – 97.1 პროცენტით.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ლიგა ენდესამ“ ქართველი ცენტრი მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. შერმადინისთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში რიგით მე-18 ტურის MVP-ის ტიტულია, რაც ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია.

 

აღნიშნული შედეგით შერმადინმა გადაასწრო ფელიპე რეიესსა და ბერნარდ ჰოპკინსს, რაც უკვე ისტორიული შედეგია და შანსი აქვს, ლიდერებიც ჩამოიტოვოს. ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ის ტიტული ყველაზე მეტჯერ (19-19) მოგებული აქვთ ლეგენდარულ არვიდას საბონისსა და თავის დროზე ესპანეთში NBA-დან გადასულ ლო როს. ქართველ კალათბურთელს 2 ტიტული აკლია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის ლიდერი გახდეს ტურის საუკეთესო მოთამაშის მოგებული პრიზების მხრივ.

წაკითხვა 199 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.