May 2, 2024

რა ფერია თქვენი აურა ზოდიაქოს მიხედით?

ასტროლოგები ამბობენ, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული ფერის აურა აქვს და ეს განაპირობებს ხასიათის შტრიხებს.

ვნახოთ, რა ფერია თქვენი აურა და რაზე მეტყველებს ის:

ვერძი: ასტროლოგები ამბობენ, რომ თქვენი აურა ნაცრისფერია, ეს მიუთითებს, რომ იუმორის საოცარი გრძნობა გაქვთ, ზოგჯერ ცინიზმით გამოირჩევით. გიჭირთ გარშემო მყოფთა ნდობა.

კურო: თქვენი აურა ყვითელია, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქი, ნათელი გულის მქონე და მხიარული ადამიანი ხართ, რომელსაც სჯერა ბედნიერი მომავლის.

ტყუპები: თქვენი აურა ვარდისფერია, ეს კი თქვენს მგრძნობიარე და ემოციურ ბუნებაზე მეტყველებს.

კირჩხიბი: თქვენი აურა ცისფერია, რაც თქვენს გულუხვობას, ინტუიციის საოცარ უნარს და სხვებისთვის დახმარების გაწევის დაუოკებელ სურვილს უსვამს ხაზს.

ლომი: თქვენი აურა ყავისფერია, რაც მიუთითებს, რომ უშიშარი ადამიანი ხართ, რომელსაც არ ეშინია და მუდამ წინსვლისკენაა მიმართული.

ქალწული: თქვენი აურა არის წითელი, რაც თქვენს დამოუკიდებელ ნატურაზე მეტყველებს, ისწრაფვით თვითგანვითარებისკენ და სრულყოფისკენ.

სასწორი: თქვენი აურა თეთრია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თქვენთვის უმნიშვნელოვანესია სულიერი კავშირები ადამიანებთან.

მორიელი: თქვენი აურა ნარინჯისფერია, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სრულყოფილი ცხოვრების მიღების სურვილი თქვენი მთავარი მამოძრავებელია.

მშვილდოსანი: თქვენი აურა შავია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებისგან რაღაცები მარტივად გწყინთ და გარშემო მყოფებს ადვილად შეუძლიათ გული გატკინონ.

თხის რქა: თქვენი აურა მწვანეა, ეს ნიშნავს, რომ დიდი კავშირი გაქვთ ბუნებასთან, ამავდროულად, იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან გიყვართ ადამიანების დახმარება.

მერწყული: თქვენ ცისარტყელას აურა გაქვთ, ანუ მრავალფეროვანი და გამოირჩევით შემოქმედებითი უნარებით.

თევზები: თქვენი აურა იისფერია, რაც ხაზს უსვამს თქვენს მეოცნებე ბუნებას.

წაკითხვა 594 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 12 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.