ოქტომბრის ზოგადი ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კოსმოსის არასტაბილურობის გამო 2022 წლის ოქტომბერი წინააღმდეგობრივი პერიოდი იქნება.

ოქტომბრის პირველ ნახევარში (განსაკუთრებით, 1-იდან 5-მდე) ადამიანებს მიზნების მისაღწევად გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ, ვიდრე სხვა დროს. ოქტომბრის პოზიტიური ტენდენციები მერკურს უკავშირდება, რომელიც 11 ოქტომბერს სასწორის ნიშანში შევა და მზეს, რომელიც აქ 23 ოქტომბრამდე დარჩება.

 

ვერძი

ბობოქარ ვერძს ვურჩევთ, ოქტომბრის თვეში ვნებები დაიცხროს და მშვიდად იმოქმედოს.
ვერძებო, ოქტომბერში ზედმეტად მიმნდობი ხართ და მნიშვნელოვან დეტალებს ყურადღებას არ აქცევთ. ამან კი შეიძლება, ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.

დაოჯახებულ ვერძებმა სასურველია, რომ საყვარელ ადამიანებზე და ნათესავებზე კონტროლი შეამცირონ. გადაჭარბებულმა ზრუნვა ზოგჯერ მომაბეზრებელი ხდება და ურთიერთობებს აფუჭებს.

ოქტომბერში უამრავი ფინანსური ხარჯი გელით, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი თვის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი და სახლის რემონტს ან კეთილმოწყობას უკავშირდება. ეცადეთ ოქტომბერში არ გადაიღალოთ და ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. იზრდება ტრავმის, აგრესიული შეტევებისა და საშიში სიტუაციების რისკი.

ხელსაყრელი დღეები: 4,9,13,18,23,27

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 16, 21, 25, 30

 

კურო

კუროების უმეტესობისთვის ოქტომბერი საკმაოდ რთული პერიოდი იქნება. თვის პირველივე დღეებიდან პროფესიულ საკითხებსა და ურთიერთობების სფეროში დაძაბულობა გელით, შესაბამისად, პირადი ცხოვრება მეორეხარისხოვანი გახდება. შეყვარებულებს შორის მოსალოდნელია გრძნობების გაციება.

ოქტომბერში კარგად დაფარული საიდუმლოც კი შეიძლება გაცხადდეს. განსაკუთრებით მზის დაბნელების დღეს, 25 ოქტომბერს. საუბარია ცოლქმრულ ღალატზე.

ფინანსური თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობაა, განსაკუთრებით, შარშანდელ სექტემბერთან შედარებით.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ქრონიკული დაღლილობა ოქტომბრის მთავარი სიმპტომია. ხანდაზმულმა ან ქრონიკული დაავადებების მქონე კუროებმა ყურადღება დადებით ემოციებზე უნდა გაამახვილონ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12,17,22,26,31

არახელსაყრელი დღეები: 1.5, 10, 14,20,24,29

 

ტყუპები

ოქტომბერში თქვენი მთავარი ამოცანა სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის „ოქროს შუალედის“ პოვნა იქნება. პირადი ცხოვრება სასიამოვნო ემოციებს და მხიარულ მოვლენებს გპირდებათ, თუმცა, 9 ოქტომბერს სავსე მთვარე ვერძში შეიძლება მეგობრებს შორის განხეთქილების მიზეზი გახდეს. ოქტომბერში უამრავი ხარჯი გელით, რაც ძირითადად, საყვარელი ადამიანების სურვილებს და საჭიროებებს უკავშირდება.

25, 26 ან 27 ოქტომბერს შეგიძლიათ სასიამოვნო სიურპრიზების, ძვირფასი საჩუქრების და ნათესავების ფინანსური დახმარების იმედიც გქონდეთ.

1-იდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, ავტომობილის მართვის და გზებზე მოძრაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ სახიფათო გარემოებებს და ექსტრემალურ ვითარებებს.

ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 18, 23, 27.

არახელსაყრელი დღეები: 2.7, 11, 16, 21, 25, 30

 

კირჩხიბი

ოქტომბერში თავბრუდამხვევი წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ - ეს თვე აქტიური მუშაობისთვის არახელსაყრელია. კირჩხიბების უმეტესობას ოქტომბრის დასაწყისი იმ უსიამოვნო პრობლემების „კუდები“ აქვს გამოყოლილი, რომლებიც, სექტემბრის ბოლოს შეიქმნა.
ახალი მთვარის პერიოდი (25, 26 ოქტომბერი) გართობისა და შემოქმედებითი საქმიანობისკენ განგაწყობთ. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

ოქტომბრის პირველი ათი დღე ვალების დაბრუნებას, ჯარიმებისა და გადასახადების გადახდას უკავშირდება. დაოჯახებულ კირჩხიბებს შეუძლიათ მშობლების და საყვარელი ადამიანების დახმარების იმედი ჰქონდეთ, თუმცა ძირითადი შემოსავალი უძრავ ქონებას უკავშირდება.

ხელსაყრელი დღეებია: 3.8, 12,17,22,26,31

არახელსაყრელი დღეებია: 1, 6, 10, 15,20,24,28

 

ლომი

ოქტომბერში ლომების მთავარი ამოცანა ძველი პრობლემების ეტაპობრივი აღმოფხვრაა. ბევრი ლომი რაღაც კონფიდენციალურ ინფორმაციას მიიღებს, რომელიც სხვა ადამიანის საიდუმლოს ამოხსნაში და ჭეშმარიტი მიზნების გარკვევაში დაეხმარება.

თვის ბოლოს ლომს შეიძლება ახლობელი ადამიანის მხარდაჭერა დასჭირდეს. გირჩევთ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დადებული ხელშეკრულებები ხელმოწერით გაამყაროთ, რადგან ზეპირი დაპირებები საკმარისი არ იქნება.

25 ოქტომბერს, ახალი მთვარე მორიელში შევა, რაც შესანიშნავი შანსია ოჯახური და ნათესაური კავშირების გამყარებისა და სახლთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. განქორწინებული მეუღლეები ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ კომპრომისის მიღწევას შეძლებენ.

ოქტომბრის ფინანსური მდგომარეობა ნეიტრალურია - ძირითადი ხარჯები ძველი ვალების დაბრუნებას ან სასურველი ნივთის შეძენას უკავშირდება. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა გარემოს შეცვლა ზოგად მდგომარეობაზე სასარგებლოდ აისახება.

ხელსაყრელი დღეები: 5.10, 14.19, 24.28

არახელსაყრელი დღეებია: 3,7,12,16,22,26, 30

 

ქალწული

შემოდგომის მეორე თვე ცვლილებებითა და სიახლეებით სავსე იქნება, რასაც ოქტომბრის პირველივე დღეებიდან იგრძნობთ.

შესაძლოა, ფინანსური პრობლემების სასწრაფოდ გადაჭრა მოგიწიოთ. ამ თვალსაზრისით, ყველაზე პოზიტიური და ნაყოფიერი ოქტომბრის მეორე ნახევარი იქნება. 25 ოქტომბრის მზის დაბნელება ახალ მთვარესთან ტანდემში უცხოელებთან ბიზნესთანამშრომლობის და მოგზაურობის თემას გაააქტიურებს.

პირად ცხოვრებაში ჯერჯერობით ყველაზე აქტუალური წარსულის საოჯახო პრობლემებია. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია დამატებითი ფინანსური შემოსავლები ან ძველი პროექტებიდან მოგების მიღება. ოქტომბერში ბევრი ქალწული ძველ ვალებს გადაიხდის, თუმცა ეცადეთ ქანცგაწყვეტამდე არ იმუშაოთ.

ხანდაზმულმა ქალწულებმა სასურველია, პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი ჩაიტარონ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12,17,21,25,31

არახელსაყრელი: 1,6,10, 15,19,23,27

 

სასწორი

ოქტომბერში ბევრი სასწორი წარსულის შეცდომებიდან ფასდაუდებელ გაკვეთილს მიიღებს. სექტემბრის უიღბლობისა და წარუმატებლობის პერიოდი საბოლოოდ დასრულდება. ოქტომბრის პირველ ნახევარში შემოქმედებითი ენერგიით აივსებით, საგრძნობლად გაიზრდება მიმზიდველობა და სექსუალურობა.

ოქტომბერში საქმიანი შეხვედრები მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდება. გარდა ამისა, ფინანსური ასპექტიც ძალიან ოპტიმისტურად გამოიყურება, თუმცა აუცილებელია, საკუთარ გადაჭარბებული პატივმოყვარეობასთან გამკლავება. სავარაუდოდ, სასწორ მშობლებს უსიამოვნებები ელით - გამორიცხული არ არის, რომ შვილის პრობლემები საკმაოდ ძვირად დაგიჯდეთ.

მარტოხელა და შეყვარებული სასწორებისთვის მნიშვნელოვანი ოქტომბრის პირველი ნახევარი - მნიშვნელოვანი შეხვედრა და უნიკალური მოვლენა გელით. ამასთან, მზად იყავით დიდი ფინანსური ხარჯებისთვის. მათი ძირითადი ნაწილი ბავშვებს, ოჯახურ და საყოფაცხოვრებო საკითხებს უკავშირდება.

ოქტომბრის მეორე ნახევარში ინტუიცია პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ ოქტომბერში სასწორების წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ეგოცენტრულობაა.

სასწორს, რომელიც სექტემბერში დაავადდა, შეუძლია ოქტომბერში სრული და სწრაფი გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდეს.

ხელსაყრელი დღეები: 1,5,9,14,20,24,28

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 17,22,26,31

 

მორიელი

მორიელების უმეტესობას ოქტომბერში სხვადასხვა სახის ძველ პრობლემებთან გამკლავება მოუწევს. განსაკუთრებული სირთულეები პირველ ექვს დღეს გელით, რაც სექტემბრის პრობლემების გაგრძელებას უკავშირდება.

ოქტომბრის შუა რიცხვებში მძიმე პრობლემების მოგვარებას და სიტუაციების სტაბილიზაციას შეძლებთ. ზოგადად, 2022 წლის ოქტომბერი შესანიშნავი დროა მეწარმეებისა და ლიდერებისთვის სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხების გადასაჭრელად.

დაოჯახებული წყვილები ოქტომბერს სახლის რემონტსა და კეთილმოწყობას დაუთმობენ, განქორწინებულები კი საერთო ქონების მშვიდობიანად გაყოფას. გირჩევთ, შემოდგომის მეორე თვე დასვენებას დაუთმოთ. გარემოს შეცვლა მეუღლეებისთვისაც და შეყვარებულებისთვისაც სასარგებლო იქნება.

ოქტომბერში ფინანსური შოკები გამორიცხულია. ამასთან, შეგიძლიათ მშობლების და საყვარელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ოქტომბერში მორიელები შეიძლება დაღლილობის შეგრძნებამ და აპათიამ შეაწუხოს, ასე რომ, სრულყოფილი ძილი, ხარისხიანი დასვენება და გარემოს შეცვლა აუცილებელია.

ხელსაყრელი დღეები: 3.8, 12,16,21,25,30

არახელსაყრელი დღეები: 1,5,10,14,18,23,27

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანებისთვის ოქტომბერი რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პერიოდია. ეს ხელსაყრელი დროა საკუთარი პოზიციების დაცვისა და პროფესიულ სფეროში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად.

თვის მეორე ნახევარში თვითრეალიზაციისა და კარიერული წინსვლის კარგი შანსი მოგეცემათ. ზომიერი სიფრთხილე, მოთმინება და დროულად შეჩერების უნარი ოქტომბერში წარმატების საფუძველი გახდება.

თუ წვეულებაზე ან გასართობ ღონისძიებაზე მიწვევას დათანხმდებით, შეიძლება ცხოვრების იდეალური თანამგზავრი აღმოაჩინოთ. არასტაბილური წყვილები შერიგებას შეძლებენ, თუმცა მათი ზავი ძალიან მყიფეა.

ოქტომბრის ხარჯები ძირითადად, სასიამოვნო საქმეებს, საყიდლებს, გართობას და საყვარელი ადამიანების სჭიროებებს უკავშირდება. 25 ოქტომბერი თვის ყველაზე ტრავმული და აგრესიული დღეა, თავს გაუფრთხილდით.

ხელსაყრელი დღეები: 1.6, 10, 15, 20,24,29

არახელსაყრელი დღეები: 3,8,12,17,22,26,31

 

თხის რქა

უჩვეულო აქტიურობა და შესაშური მოთმინება საშუალებას მოგცემთ ბრწყინვალე შედეგებს მიაღწიოთ. ზოგადად, 2022 წლის ოქტომბერი თხის რქებს პროფესიულ ასპარეზზე თავბრუდამხვევ წარმატებას ჰპირდება. მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებებს ნელა, მაგრამ დამაჯერებლად გადალახავთ და კარიერული განვითარების ახალ დონეს მიაღწევთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ზოგადად, ფინანსური თვალსაზრისით, ოქტომბერი 2022 წლის ყველაზე ხელსაყრელი თვეა! ყველაზე დიდი შემოსავალი 5, 6, 13–15, 23, 24 და 25 ოქტომბერს გელით.

თხის რქა მშობლებს სირთულეები ელით - არ არის გამორიცხული, რომ შვილების გამო გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება მოგიწიოთ. მთავარია, მათი სურვილების უხმო ამსრულებლებად არ იქცეთ. არასტაბილურ წყვილებს ქონებრივი დავის გადატანა მოუწევთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, კომპრომისს მიაღწიონ.

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი ატრაა, მაგრამ მის გაძლიერებზე ახლავე უნდა იზრუნოთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 16, 21, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 4.9, 13,18,23,28

 

მერწყული

2022 წლის ოქტომბერში, მერწყული შეიძლება ბედის რჩეული გახდეს. ეს თვე სირთულეების გარეშე არ ჩაივლის, თუმცა მატერიალური და სულიერი მიმართულებით წინსვლას შეძლებთ.

ოქტომბერი ხელსაყრელი დროა კარიერული, საქმიანი, შემოქმედებითი პროექტების მხრივაც. პირად ცხოვრებაში ვითარება თანდათან მშვიდდება. შეყვარებულებსა თუ მეუღლეებს შორის ბოლოდროინდელი უთანხმოება შარშანდელი თოვლივით გაქრება.

მერწყული მშობლები ზრდასრულ შვილებთან ურთიერთობის აღდგენას და განმტკიცებას შეძლებენ. ამასთან, არა მხოლოდ მორალურად, არამედ ფინანსურადაც დაეხმარებიან.

ფინანსური მდგომარეობა ნეიტრალურია - სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ. მორიელში ახალი მთვარის პერიოდი (25 – 26 ოქტომბერი) საუკეთესო დროა საკუთარი თავისა და მიზნების პრეზენტაციისთვის.

პარტნიორული ურთიერთობები შეიძლება გაძლიერდეს. ოქტომბერში ზოგადი ჯანმრთელობა და ფსიქოემოციური ფონი თანდათან მოწესრიგდება. ვინც სექტემბერში დაავადდა, სწრაფად გამოჯანმრთელდება.

ხელსაყრელი დღეები: 1,6,10,15, 19,24,29

არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 17,21,26,31

 

თევზები

შრომა და მოთმინება ოქტომბერში თევზების მთავარი დევიზია. რთული თვე გელით, რომელსაც აჩქარება მხოლოდ გაართულებს. გირჩევთ მოთმინებით აღიჭურვოთ და მიზნისკენ პატარა, ფრთხილი ნაბიჯებით იაროთ.

წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის ოქტომბერი შეიძლება რთული პერიოდი აღმოჩნდეს, როდესაც კოსმოსური რყევების გამო სასიცოცხლო ძალების დეფიციტს იგრძნობთ. კოსმოსის არაკეთილგანწყობა ემოციურ მდგომარეობაზე, ზოგად კეთილდღეობაზე, შემოქმედებით და ბიზნეს საქმიანობაზე გავლენას მოახდენს და ბევრი თევზი თვითიზოლაციისკენ მიდრეკილებას გამოავლენს.

ოქტომბრის მეორე ნახევარში თევზები სირთულეებს თავს დააღწევენ და ცხოვრების ორომტრიალში ჩაერთვებიან.
არ არის გამორიცხული რადიკალური ცვლილებები ყოველდღიურ ცხოვრებაში: ბინის ყიდვა, რემონტი ან მშენებლობა.

მიმნდობი თევზები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ - პირადი საიდუმლოებები ისე შეინახეთ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს. სხვათა შორის, ეს რეკომენდაცია პროფესიულ სფეროსაც ეხება. ოქტომბრის შემოსავალმა შეიძლება თევზების მოლოდინი არ გაამართლოს, თუმცა შეგიძლიათ მეუღლეების, საყვარლების, მშობლების ან ახლო მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.

ოქტომბრის პირველ და ბოლო დღეებში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ავტომობილის მართვის დროს.

ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 16, 22,26,31

არახელსაყრელი დღეები: 4,9,13, 19,24,29

 

 

წაკითხვა 535 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.