17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ცდუნებას ებრძვით, რომ სახლისთვის მორიგი უსარგებლო ნივთი არ იყიდოთ. თუ არ გსურთ, საფულე მთლიანად დააცარიელოთ, სარეკლამო რგოლებს და მეგობრების რჩევებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ. ახლა ზედმეტი ხარჯი ნამდვილად არ გჭირდებათ.

 

კურო

ერთადერთი, რაც გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით, არაორგანიზებულობაა. ბოლო დროს თქვენი ეს თვისება გარშემო მყოფებისთვისაც სერიოზული პრობლემა ხდება. სხვების საქმეებზე ზრუნვის ნაცვლად, უმჯობესია საკუთარი საქმეები მოაწესრიგოთ.

 

ტყუპები

გირჩევთ, ქუჩაში გადაადგილების დროს მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ფული ან ძვირფასი ნივთი იპოვოთ. შანსი გაქვთ, რომ მიმდინარე საქმეები თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. საკუთარი მჭევრმეტყველების დამსახურებით შესაძლოა, არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ სპონსორებიც იპოვოთ.

 

კირჩხიბი

ამ დღეს ყველაზე სავაჭრო ცენტრებს ერიდეთ - იქ, ერთი შეხედვით, უწყინარი შესვლა შეიძლება ოჯახურ ბიუჯეტში გარღვევით დასრულდეს. სამაგიეროდ, თქვენი ახალი იდეა და გეგმა საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს.

 

ლომი

ამ დღეს ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. ბევრად უკეთესი იქნება, თუ ინიციატივას უფრო ენერგიულ ადამიანს გადასცემთ - სხვამაც ხომ უნდა აკეთოს რაღაც.

 

ქალწული

ფრთხილად იყავით - ამ დღეს თქვენმა დადებითმა ემოციებმა გრძნობებმა შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილება მიგაღებინოთ.

 

სასწორები

დაუგეგმავი შენაძენი და ხარჯები გელით, თუმცა ამის არ უნდა შეგეშინდეთ - საეჭვო, ამ დღეს შეძენილმა ნივთებმა ბიუჯეტი დააზარალოს, სამაგიეროდ, შეიძლება ბევრი სარგებელი მოგიტანოთ.

 

მორიელი

მორიელი საკუთარი ბედის მჭედელი უნდა გახდეს! გარშემომყოფებს მაგნიტივით იზიდავთ - ადამიანები ცდილობენ თქვენი პოზიტიური ემოციებით დაიმუხტონ. ეს დღე უაღრესად ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისა და ახალი იდეების განსახორციელებლად.

 

მშვილდოსანი

ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ და მიღწეული ხელიდან აღარ გაუშვათ. ამ დღეს მშვილდოსნისთვის ხელის შეშლა არავინ უნდა სცადოს, რადგან უკან არ დაიხევთ. თუ მშვილდოსანთან კონფლიქტი არ გსურთ, გზაზე არ უნდა გადაეღობოთ.

 

თხის რქა

სასურველია, რომ გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღოთ. ეს დღე უამრავ შანსს შემოგთავაზებთ - როგორც ბიზნესის, ისე პირადი ცხოვრების მხრივ, მაგრამ სანამ მოსალოდნელ შედეგებზე ფიქრობთ და მსჯელობთ, ეს შანსები შეიძლება გაქრეს. ამიტომ, ეცადეთ ნაკლები იფიქროთ და მეტი იმოქმედოთ.

 

მერწყული

ამ დღეს გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ფული ისე სწორად დახარჯოთ, როგორც არასდროს. ნივთები, რომლებსაც ამ დღეს შეიძენთ, ნამდვილად საჭირო და სასარგებლო იქნება.

 

თევზი

საკუთარი ნიჭითა და უნარებით გარშემო მყოფ ადამიანებს გააოცებთ, თუმცა, ეცადეთ მეტისმეტი არ მოგივიდეთ. ზოგჯერ ერთი კარგი იდეა ან ხუმრობა საკმარისია, რომ ყურადღება მიიქციოთ. ეს დღე შეიძლება, სასარგებლო კონტაქტების დასამყარებლად ან სპონსორის მოსაძებნად გამოიყენოთ.

წაკითხვა 258 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 17 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.