May 2, 2024

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

უაღრესად წარმატებული დღე გელით. ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ამ დღეს საკუთარი ინტელექტით და ენერგიით გარშემო მყოფებს გააოცებთ. ეს დღე იმდენად ნაყოფიერია, რომ წვრილმანებზე მისი დახარჯვა არაგონივრული იქნება.

 

კურო

პლანეტების განლაგება თავდაჯერებით აგავსებთ. ეს დღე მშვიდად და განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. თუ რაღაც იმაზე მეტი გსურთ მიიღოთ, ვიდრე მშვიდად გატარებული დღეა, ინიციატივის გამოჩენა მოგიწევთ. მაგალითად, შეგიძლიათ საინტერესო ღონისძიება ან წვეულება მოაწყოთ და პოზიტიური განწყობით დაიმუხტოთ.

 

ტყუპები

ეს დღე მშვიდად ჩაივლის. საოჯახო საქმეების სამომავლოდ გადადება გსურთ, მაგრამ გირჩევთ, ეს არ გააკეთოთ, რადგან დღეს ეს ცოტა დროს წაგართმევთ, უახლოეს მომავალში კი ამისთვის ვეღარ მოიცლით.

 

კირჩხიბი

ეს დღე საინტერესოდ ჩაივლის და მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ! თუ არ იზარმაცებთ, იმდენი საქმის გაკეთებას შეძლებთ, თავადაც გაოცდებით.

 

ლომი

ამ დღეს მოდუნება და სრულფასოვანი დასვენება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ნუ უსმენთ მათ, ვინც აქტიური დასვენებისკენ მოგიწოდებთ. ახლა ყველაზე მეტად რბილ დივანზე ნებივრობა და საყვარელი წიგნის კითხვა გჭირდებათ. რაც შეეხება აქტიურ დასვენებას, ამის დრო და შესაძლებლობა უახლოეს დღეებში გექნებათ.

 

ქალწული

ამ დღეს თქვენი ნებისმიერი წამოწყება წარმატებული იქნება! გარშემო მყოფთა ინერტულობის მიუხედავად, საკუთარი იდეებით მათ დაინტერესებას შეძლებთ. განსაკუთრებულ წარმატებას პირადი ინიციატივით დაწყებული საქმეები მოგიტანთ. რაც შეეხება გარშემო მყოფთა ინერტულობას, იქნებ ასე ჯობს? ბოლოს და ბოლოს, ნაკლები კონკურენტი გეყოლებათ.

 

სასწორები

ეცადეთ გამონახოთ დრო შემოქმედებისთვის. მიმდინარე საქმეებზე ფოკუსირება გიჭირთ, მაგრამ ხატვა ან წერა შესანიშნავად გამოგდით. თუ ეცდებით შესაძლებელია, შემოქმედებისკენ ლტოლვა რაიმე სასარგებლოს შეუხამოთ. მაგალითად, საკუთარი ბინის დიზაინით დაკავდეთ და ამავე დროს სახლი დაასუფთაოთ.

 

მორიელი

შეიძლება, თავში უამრავი ორიგინალური და პერსპექტიული იდეა მოგივიდეთ. ზოგადად, ამ დღეს თქვენი ლოგიკაც და ინტუიციაც შესანიშნავად მუშაობს. უფრო მეტიც, ინტუიცია ისეთივე სიცხადეს შეიძენს, თავად გაოცდებით.

 

მშვილდოსანი

საბუთებისა და საქმიანი ქაღალდების თაროებიდან ჩამოღების დღეა, რაც ყოველთვის შესანიშნავად გამოგდით. ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ისაა, რომ ვარსკვლავებს არ შეეწინააღმდეგოთ და ეს დღე პირადი საქმეების, ბიუჯეტის და ანგარიშების მოსაწესრიგებლად გამოიყენოთ.

 

თხის რქა

კარგი იქნება, ამ დღეს ის საქმე აკეთოთ, რაც ძალიან გაინტერესებთ - გასაოცარ შედეგს მიაღწევთ.

 

მერწყული

მერწყულის მტრებსა და არაკეთილმოსურნეებს მხოლოდ თანავუგრძნობთ! ყველა, ვინც ამ დღეს გზაზე გადაგეღობებათ, ძალიან დაზარალდება. თქვენი გამჭრიახობა ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

 

თევზები

ბოლო დროს უენერგიობას უჩივით. თუ გამოფხიზლებისა და გააქტიურების ძალას ვერ იპოვით, ეს დღეც უინტერესოდ და განსაკუთრებული შედეგების გარეშე ჩაივლის და ამას უნდა შეეგუოთ.

წაკითხვა 287 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 21 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.