May 2, 2024

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილიდან უამრავი, სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმე გამოგიჩნდებათ, თუმცა თქვენი გამოცდილებისა და ენერგიის გათვალისწინებით, ამოცანასთან გამკლავება არ გაგიჭირდებათ. დაუგეგმავი მოგზაურობები წარმატებული და საინტერესო იქნება. ეცადეთ, საღამოს დასვენების დრო გამონახოთ - ზედმეტი დატვირთვა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

 

კურო

ამ დღეს ნებისმიერი სახის ურთიერთობა სასარგებლო და სასიამოვნო იქნება. ეცადეთ, შანსი გამოიყენოთ და გარშემო მყოფებს საკუთარი შესაძლებლობების შესახებ უამბოთ, საინტერესო აზრები გაუზიაროთ. თქვენი პიროვნული თვისებები ამ დღეს ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს. წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ.

 

ტყუპები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი და ემოციურად კომფორტული დღეა. ძველ მეგობრებთან შეხვედრა სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ. ახალმა ნაცნობმა შეიძლება ისეთ ცოდნას ან საქმიანობას გაზიაროთ, რომელიც უჩვეულოდ მოგეჩვენებათ. დროა, წინასწარი შედეგები შეაჯამოთ და შეცდომებზე მუშაობა დაიწყოთ.

 

კირჩხიბი

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. შესაძლოა, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, დაკვირვებითა და შრომისმოყვარეობით სირთულეებს თავს დააღწევთ. მომხდარი გამოცდილებას და ახალ თანამოაზრეებს შეგმატებთ. ხელსაყრელი დროა ძვირად ღირებული შესყიდვებისთვის.

 

ლომი

დღის პირველი ნახევარი მშვიდი და სასიამოვნო იქნება. გირჩევთ, თქვენი სამომავლო გეგმები საყვარელ ადამიანებთან ერთად განიხილოთ. სავარაუდოდ, საინტერესო და მოგებიან წინადადებას მიიღებთ, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ცოდნისა და საჭირო ინფორმაციის მისაღებად. საღამოს, შეიძლება მოულოდნელი სტუმრები გეწვიონ.

 

ქალწული

ეცადეთ, წარუმატებლობა როგორც აუცილებელი გამოცდილება ისე აღიქვათ. სასურველია, ამ დღეს ნეგატიურ ემოციებს, ინფორმაციას და პესიმისტ ადამიანებს მოერიდოთ, ხოლო ოპტიმისტ ადამიანებთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებთ - რაიმეს შეძენა და გარიგების დადება არ უნდა იჩქაროთ.

 

სასწორი

თუ მონდომებას და სიმტკიცეს გამოიჩენთ, ეს დღე წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. მხნეობა და ოპტიმისტური განწყობა ყველაზე რთულ საქმეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის დრო გამონახოთ. საღამოს სილამაზის სალონში ვიზიტი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

 

მორიელი

გირჩევთ, ფინანსური საკითხების მოგვარების ან ქონებრივი ტრანზაქციების დროს საკუთარ ინტუიციას ენდოთ. კოლეგებთან ან ბიზნესპარტნიორებთან არაფორმალურ გარემოში ურთიერთობა საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. საღამო ხელსაყრელია ქალთა საზოგადოებაში გასატარებლად.

 

მშვილდოსანი

საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის, ურთიერთობებისა და სხვადასხვა საკითხის განხილვებისთვის დილა საუკეთესო დროა. ამის გაკეთება უთანხმოებისა და დაძაბულობის გამო სადილის შემდეგ გაცილებით რთული იქნება. კარგი დროა შოპინგისთვის. ამ დღეს შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებათ.

 

თხის რქა

ამ დღეს, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში, ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ. ნებისმიერ უმნიშვნელო წვრილმანს შეიძლება კამათი და კონფლიქტიც კი მოჰყვეს და შერიგება არც ისე ადვილი იქნება. დღის მეორე ნახევარში უფრო მშვიდი გარემოა გართობისა და დასვენებისთვის. სამუშაო განწყობის შექმნა რთული იქნება.

 

მერწყული

დაგეგმილი დავალების შესრულებაში სამუშაო განწყობა და შედეგებზე ფოკუსირება დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ ბრაზი და ემოციები რთული სიტუაციიდან გამოსავალს ვერ გაპოვნინებთ, ეცადეთ „ოქროს შუალედი“ მოძებნოთ. ახალი ადამიანების გაცნობა თქვენი მომავალი კარიერისთვის სასარგებლო იქნება. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

 

თევზები

გირჩევთ, პრობლემებისგან გაქცევის ნაცვლად, მათი გადაჭრის გზები იპოვოთ. ამ დღეს სხვების გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. ეცადეთ, პრობლემას შემოქმედებითად შეხედოთ და თუ საჭიროა, პატარა ექსპერიმენტიც ჩაატაროთ. ამ დღეს, საკუთარი საქმეების მოგვარების გარდა, ახლობლების დახმარებაც მოგიწევთ.

წაკითხვა 215 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.