2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს გარშემო მყოფებს თქვენი შრომისმოყვარეობითა და მოტივაციით გააოცებთ. კონკურენტებზე გამარჯვებას და უბრალოდ შედეგის კი არა, საუკეთესო შედეგის მიღებას ცდილობთ! ხელსაყრელი დღეა ფლირტისა და სიყვარულისთვის - კონკურენტების გასწრებისა და გამარჯვების უნარი აქაც გამოგადგებათ.

 

კურო

ამ დღეს უსაქმოდ ჯდომას არ აპირებთ. თუნდაც საქმე არ გქონდეთ, რამეს მაინც გამონახავთ. ნებისმიერ დავალებას კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ შეასრულებთ. ერთადერთი სირთულე ისაა, რომ სხვებისგანაც იმავეს ელით და თუ ვინმე თქვენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, შეგიძლიათ პირდაპირ სახეში უთხრათ.

 

ტყუპები

ეს დღე ურთიერთობებით სავსეა. ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველაფერი გარშემომყოფთა ყურადღებას იწვევს. ადამიანები რჩევისა და დახმარების თხოვნით მოგმართავენ და უარს არავის ეუბნებით. თქვენი ორატორული უნარები და ადამიანების დარწმუნების ნიჭი ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

 

კირჩხიბი

ეს დღე მიმდინარე საქმეებს უნდა დაუთმოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგივათ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები სიზუსტითა და ყურადღებით დაგაჯილდოებთ, რაც საშუალებას მოგცემთ აქამდე დაუძლევენ ამოცანებს გაუმკლავდეთ. თუმცა ზედმეტად მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო ამოცანებისგან ჯერჯერობით თავი უნდა შეიკავოთ. ამის დრო ჯერ არ დამდგარა.

 

ლომი

ცნობისმოყვარეობით სავსე ხართ და თქვენ ირგვლივ ყველა და ყველაფერი გაინტერესებთ. იმდენად ყურადღებიანი მსმენელი ხართ, რომ ადამიანები მზად არიან საკუთარი საიდუმლო გაგიმხილონ. ურთიერთობების გარდა, ეს დღე საკუთარ ინტერესებსა და გატაცებებსაც უნდა დაუთმოთ. ამ დღეს თქვენთვის ყველაზე დამღლელი რუტინული საქმეები იქნება.

 

ქალწული

ამ დღეს ქალწულებს განსაკუთრებული წარმატება ბიზნესთან დაკავშირებულ საქმიანობაში ელით - შესყიდვები სასარგებლო იქნება, გეგმები და პროექტები მოგებიანი. ვარსკვლავები გირჩევენ, ძველი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ. რომელიღაც ნაბიჯის გადადგმისთვის ერთი წვეთი გამბედაობა გაკლიათ, მაგრამ ამ წვეთს მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

 

სასწორი

თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებისა და გეგმების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ პლანეტების კეთილგანწყობით ისარგებლოთ და სურვილი აისრულოთ. თუ დიდი ხანია ახალი პროექტის დაწყებას, იმიჯის შეცვლას, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას, ახალი სამსახურის პოვნას და ვარჯიშის დაწყებას გეგმავთ, უკეთეს დროს ვერ ნახავთ. ცვლილებების დრო დადგა - იმოქმედეთ!

 

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერ საქმეს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გაუმკლავდებით. საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში ხართ, რაც ადამიანებთან ურთიერთობაში უპირატესობას მოგცემთ. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენა მოხდეს, რომელიც ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ. პლანეტების განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ ეს დღე არა მხოლოდ სასიამოვნოდ, არამედ სასარგებლოდაც გაატაროთ.

 

მშვილდოსანი

რისკების არსებობის გამო ვარსკვლავები ფულთან სიფრთხილის გამოჩენას გირჩევენ. უპირველეს ყოვლისა, ეს რისკები შეიძლება თქვენი უყურადღებობითა და გულუბრყვილობით იყოს გამოწვეული. ეს რომ არ მოხდეს, ეცადეთ საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ. გირჩევთ შოპინგისთვის გარკვეული ლიმიტი დააწესოთ და ამ ლიმიტს არ გადააჭარბოთ. თავი შეიკავეთ ინვესტიციებში და აზარტული თამაშებში მონაწილეობისგან.

 

თხის რქა

ვარსკვლავები ბედის საჩუქრებით განებივრებენ. სავარაუდოდ, ბიზნესსა თუ ფინანსურ სფეროში სასიამოვნო სიურპრიზი გელით, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაზე ან ადამიანებთან ურთიერთობაზე აისახება. პროექტი, რომელზეც დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯეთ, ნაყოფს გამოიღებს - შესაძლოა, პირველი მოგება მიიღოთ, რაც დაადასტურებს, რომ სწორ გზაზე ხართ.

 

მერწყული

შესაძლოა, სიტუაციამ თქვენი მზადყოფნა მოითხოვოს, ამიტომ მთელი დღე მოვლენებს თვალი უნდა ადევნოთ. გამორიცხული არ არის, თაღლითების მსხვერპლი ან არახელსაყრელი გარემოებების მძევალი გახდეთ. ამის თავიდან ასაცილებლად, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდეთ. იქნებ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს? ყოველი შემთხვევისთვის, უცნობი ადამიანების მიმართ ნდობის რეიტინგი ამ დღეს ნულამდე უნდა შეამციროთ.

 

თევზები

ამ დღეს გარშემომყოფებთან თქვენს ურთიერთობას იდეალურს ვერ ვუწოდებთ. შესაძლოა, კონფლიქტების პროვოცირებას თავად ახდენთ, შესაძლოა, ამისკენ გარშემო მყოფების კრიტიკა და ჭორაობა გიბიძგებთ. ასეა თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, კონფლიქტისთვის მოემზადოთ. თუ არ გსურთ, რომ მთელი დღე ურთიერთობების გარკვევაში გაატაროთ, უფრო მოქნილი და დიპლომატიური უნდა გახდეთ.

წაკითხვა 204 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 02 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.