13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება გეგმების განხორციელებასა და სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რუტინულ ყოველდღიურ საქმიანობაში ახალი შესაძლებლობები იპოვოთ. მოერიდეთ კამათს და დებატებს - ამ დღეს ოპონენტებისთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება გაგიჭირდებათ.

კურო

ამ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი ოცნება აგიხდებათ. დრო არ დაკარგოთ, ინიციატივა გამოიჩინეთ და რთული ამოცანების შესრულების ნუ შეგეშინდებათ. გახსოვდეთ, ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს და არც ყველა შეთავაზებაა მომგებიანი - სანამ წინადადებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით და რისკები შეაფასეთ.

ტყუპები

თუ უარყოფითი ემოციებისგან დაიცლებით და საკუთარი პრობლემების შესახებ ახლობელ ადამიანებს უამბობთ, შეიძლება ბევრი საინტერესო რჩევა მოისმინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარყოფითმა ემოციებმა შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებიც კი გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი კრედიტის ან ვალის აღებას მოერიდოთ. ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

კირჩხიბი

მეგობრებთან შეხვედრა და საინტერესო ადგილების მონახულება განწყობას აგიმაღლებთ. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რათა მათი მანიპულაციების მსხვერპლად არ იქცეთ. პირად ურთიერთობებში უფრო აქტიური და ყურადღებიანი უნდა იყოთ და პარტნიორს მეტად ენდოთ. შესაძლოა, ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

ლომი

წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით. ადამიანებს მეგობრული და ოპტიმისტური განწყობით ხიბლავთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, მაგრამ სარისკო შეთავაზებებზე უარი უნდა თქვათ, რომ რაღაც ძვირფასი არ დაკარგოთ. ამ დღეს გულწრფელობისგან მეგობრებთანაც კი თავი უნდა შეიკავოთ.

ქალწული

ამ დღეს გარშემომყოფების ყურადღება არ მოგაკლდებათ - თქვენ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც კი სიამოვნებით გეხმარებიან და რჩევებს გაძლევენ. მშვენიერი დროა ყველაზე გაბედული გეგმების განხორციელებისთვის. შესაძლოა, ამ დღის მოვლენებმა ვიღაცის ან რაღაცის შესახებ აზრი შეგიცვალოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.

სასწორი

დილიდან ამოუხსნელი შფოთვა გაწუხებთ. ისეთი განცდა გაქვთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩათ ან დაგავიწყდათ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ან ფიზიკური დატვირთვა მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ - ხვალ შეიძლება სიტუაციის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეიცვალოს.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღის განმავლობაში ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას მოერიდოთ. ამ დღეს ზედმეტი აქტივობა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. საღამო კი უმჯობესია, სახლში, მშვიდად გაატაროთ.

მშვილდოსანი

დღევანდელი კომუნიკაცია არა მარტო სასიამოვნო, სასარგებლოც იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ახალი თანამოაზრეები იპოვოთ ან კოლეგები თქვენი იდეებით დააინტერესოთ. სანამ დებატებში ჩაერთვებით ეცადეთ სადავო საკითხზე მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ და ფაქტები შეისწავლოთ.

თხის რქა

ამ დღეს წინააღმდეგობის გადალახვას და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას წარმატებით შეძლებთ. შესაძლოა, მეგობრების ან ნათესავების დახმარებით ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობისა ან ვარჯიშისთვის მოიცალოთ.

მერწყული

ამ დღეს გარემოებები სწრაფად იცვლება და მათთან ადაპტაცია მოგიწევთ. კოლეგების გამოცდილება სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. ნუ ინერვიულებთ, თუ შესაძლებლობა ხელიდან გაუშვით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ მის ნაცვლად ახალი და ბევრად უფრო საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება.

თევზები

ამ დღეს კოლექტიურ საქმიანობაზე უფრო შედეგიანი მარტო მუშაობა იქნება - გარშემო მყოფებთან ურთიერთობა ყურადღებას გიფანტავთ და საქმეში ხელს გიშლით. არ შეგეშინდეთ თქვენთვის საინტერესო კითხვების დასმა - შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. ამ დღეს შოპინგისგან თავის შეკავება ჯობს.

წაკითხვა 229 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.