29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ ამ დღეს რაიმე რთულ საქმეს გეგმავთ, მოულოდნელი პრობლემებისთვის უნდა მოემზადოთ. ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ კარგად ნაცნობი საქმეები უნდა აკეთოთ. ეცადეთ, შეხვედრები სხვა დღისთვის გადაიტანოთ და ძალები გონივრულად გადაანაწილოთ. ამ დღეს ზედმეტი დატვირთვა არასასურველია.

კურო

დღევანდელი მოვლენები საინტერესო შესაძლებლობებს და კეთილდღეობის შანსს გთავაზობთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ და თქვენ გარშემო სიტუაცია აკონტროლოთ. გამორიცხული არ არის, რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ. მხოლოდ ინტუიციის იმედად არ უნდა იყოთ - უმჯობესია, ფაქტები გადაამოწმოთ და ამით თავი დაიზღვიოთ.

ტყუპები

ეცადეთ, ამ დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ლოგიკით იხელმძღვანელოთ და წინდახედულად იმოქმედოთ. ემოციურობა სწორი დასკვნების გამოტანაში ხელს გიშლით. ზოგადად კი, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს გარედან დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და პროცესებში არ ჩაერიოთ. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, ფეხით მეტი იარეთ და სპორტდარბაზში ივარჯიშეთ.

კირჩხიბი

უპირატესობა მიანიჭეთ აქტივობებს, რომლებიც განწყობას გიმაღლებთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით და მტკიცე უარი თქვით საეჭვო ისტორიებში ჩართვაზე, რათა პრობლემები თავიდან აიცილოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

ლომი

პიროვნული ხიბლი საშუალებას მოგცემთ, რომ საჭირო ადამიანებთან კონტაქტი დაამყაროთ და სასურველი შედეგი მიიღოთ. მოერიდეთ უსარგებლო საუბრებს და ძვირფას დროს ნუ დაკარგავთ. რთულ სიტუაციაში დახმარებისთვის მეგობრებს და კოლეგებს მიმართეთ - ისინი უარს არაფერზე გეტყვიან. იდეალური დღეა ყველაზე უჩვეულო, თუნდაც ფანტასტიკური მოქმედებისთვის. დროთა განმავლობაში ამ წარმოუდგენელი იდეებიდან ბევრი რეალობად იქცევა.

ქალწული

დღის მეორე ნახევარში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ დავალება საღამოსკენ უნდა დაგეგმოთ. რაღაც ან ვიღაც წინსვლაში ხელს გიშლით - თუ ამას გრძნობთ, იცოდეთ, რომ 29 ნოემბერი კარგი დღეა ზედმეტის თავიდან მოშორებისა და ახლისთვის ადგილის გათავისუფლებისთვის.

სასწორი

მოემზადეთ იმისთვის, რომ ახალი გარემოებების შესაბამისად მოქმედება მოგიწევთ - ამას მარტივად შეძლებთ, თქვენ ხომ შეუდარებელი იმპროვიზატორი ხართ! ისე კი, უმჯობესია, ამ დღეს შეზღუდოთ კონტაქტები, რათა მნიშვნელოვანი საკითხებისგან არავინ მოგწყვიტოთ. არსებობს მომგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ. მარტოხელა სასწორებისთვის დღეს გაცნობილ ადამიანთან რომანტიკული ურთიერთობა განვითარდება.

მორიელი

არსებობს შანსი, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის და მიმდინარე მოვლენებზე გავლენას მოახდენს. კარგი დღეა ჯანმრთელობაზე ზრუნვის, ვარჯიშის და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის. თქვენს ახლობლებს სჭირდებით, ეცადეთ, ერთად მეტი დრო გაატაროთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოერიდეთ გულწრფელობას უცნობ ადამიანებთან.

მშვილდოსანი

ნერვიულობა და გაღიზიანება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და სიტუაციის სწორად შეფასებაში ხელს გიშლით. პროფესიონალებთან ურთიერთობა და მათი რჩევები მომავალ საქმიანობაში დაგეხმარებათ და შეცდომებისგან დაგიცავთ. გირჩევთ საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ და დღის განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლდეთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა შერიგებისა და ძველი კონფლიქტების მოგვარებისთვის. ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილებები მოძებნოთ და თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობები არ დააზარალოთ. დროა, ილუზიებისგან გათავისუფლდეთ და იმ ადამიანის გვერდში იყოთ, ვინც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ.

მერწყული

მოვლენებით დატვირთული დღეა, ამიტომ ეცადეთ მკაფიო გეგმა შეიმუშაოთ. სასურველია პრიორიტეტები დაადგინოთ და თქვენი ენერგია მთელ დღეზე სწორად გაანაწილოთ. თუ დაწყებულ საქმეს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, გირჩევთ, მისი დასრულება სამომავლოდ გადადოთ. ახლა საქმის დასრულებისთვის საკმარისი რესურსი არ გაქვთ.

თევზები

ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ, კარგად ნაცნობი ბილიკებით იაროთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

წაკითხვა 145 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.