23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ მიეჯაჭვებით წარსულს, უკან ყურების ნაცვლად, ჯობს წინ გაიხედოთ და მომავალი დაგეგმოთ. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე და გათავისუფლდით ყველაფრისგან, რაც წინსვლაში ხელს გიშლით. გამონახეთ დრო ძველი მეგობრებისთვის - მათი გამოცდილება და რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. მოერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას, მით უმეტეს, რომ ადრე შეძენილებიც არ იცით, სად წაიღოთ.

კურო

გირჩევთ, ბოლო დღეების მანძილზე თუ რამე ძალიან გაწუხებთ, საუკეთესო მეგობარს გაუზიაროთ. ენერგიით სავსე ხართ. ეცადეთ, ეს ენერგია სასარგებლო საქმეებისკენ მიმართოთ და ტყუილად არ გაფლანგოთ. შორიდან მიღებული სიახლეები განწყობას აგიმაღლებთ და შესაძლოა, უახლოესი გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ახალი ნაცნობები თქვენს მომხიბვლელობას ღირსეულად დააფასებენ, ამიტომ მოწვევაზე უარს ნუ იტყვით და თქვენთვის საჭირო კავშირები დაამყარეთ.

ტყუპები

დღეს გარშემომყოფებს თქვენი პიროვნული თვისებებით ადვილად მოხიბლავთ და თქვენ სასარგებლოდაც ადვილად გამოიყენებთ. ნუ გადაიღლებით და ყველა საქმის ერთდროულად კეთებას არ ეცადოთ. დღის უდიდესი ნაწილი მოსაწყენი საქმის კეთება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება.

კირჩხიბი

ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ ამის გამო ერთდროულად ათი საქმეს კეთება არ უნდა სცადოთ და ქანცგაწყვეტამდე არ უნდა იმუშაოთ. არ არის გამორიცხული, რომ დაუგეგმავ მივლინებაში გაემგზავროთ. მეგობრებისგან შეიძლება საინტერესო შეთავაზებები მიიღოთ და გირჩევთ, ყურადღებით განიხილოთ. დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება უნებურად, ვიღაც შეურაცხყოთ.

ლომი

დღის უდიდეს ნაწილს ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტების მომზადება წაგართმევთ. ბიზნესის სფეროში მომუშავე ლომებს მოულოდნელი მოვლენები და მცირეოდენი დაბრკოლება ელით, თუმცა მის დასაძლევად დიდი ძალისხმევა მოგიწევთ. დაელოდეთ სასიხარულო ამბებს ახლობლებისგან. კარგი დღეა სპორტული ვარჯიშების ან სხვა ფიზიკური აქტივობის დასაწყებად.

ქალწული

თუ შექმნილი სიტუაციის რეალურად შეფასება გიჭირთ, გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა იჩქაროთ. დაურეკეთ მეგობრებს და მხარდაჭერა სთხოვეთ. თუ საქმე პროფესიულ საქმიანობას ეხება, კოლეგები უნდა დაიხმაროთ. მოკლედ, ყველაფერი იღონეთ იმისთვის, რომ მოულოდნელმა ცვლილებებმა მიზანს არ აგაცდინოთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

სასწორი

ამ დღის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ დახმარებაზე უარი თქვათ და ყველაფერი თავად აკეთოთ, რადგან თქვენს საქმეში სხვების ჩარევას შეიძლება შეცდომა მოჰყვეს და შემდეგ ყველაფრის თავიდან კეთება მოგიწიოთ. ეცადეთ, თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ. ამ დღეს დაუგეგმავ შოპინგს უნდა ერიდოთ.

მორიელი

ამ დღეს ადამიანების დარწმუნებას ნებისმიერ საკითხზე ახერხებთ. თქვენი არგუმენტები იმდენად მტკიცე და უტყუარია, რომ შეწინააღმდეგებას ვერავინ ბედავს და ეს შეიძლება როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში გამოგადგეთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს საახლობლოში ვიღაცას სერიოზული პრობლემები აქვს და ამის სხვებისგან დამალვას ცდილობს. დაეხმარეთ ისე, რომ მისი საიდუმლო არ გაამჟღავნოთ და მოგვიანებით დიდ სამსახურს გაგიწევთ.

მშვილდოსანი

ზოგჯერ ტყუილი გადარჩენის ერთადერთი და აუცილებელი საშუალებაა. თუ ამას კეთილი მიზნებისთვის აკეთებთ და თქვენს ქმედებებს სწორად ასაბუთებთ, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. თქვენი მოქმედება თხელ ყინულზე სიარულს ჰგავს, ამიტომ წონასწორობა უნდა შეინარჩუნოთ. გირჩევთ, წინასაახალწლოდ დამატებითი შემოსავლის ძებნა ან არსებული რესურსების სწორად განაწილება სცადოთ.

თხის რქა

განმარტოვებით ფიქრს ჯობს, რომ თქვენი ურთიერთობა ან სამუშაო პრობლემები საუკეთესო მეგობრებთან ერთად განიხილოთ და მათი რჩევები გაითვალისწინოთ. საკმაოდ ჭკვიანი და მოხერხებული ხართ, თუმცა ამის საჯაროდ გამოვლენას ერიდებით. თუ სიმორცხვეს დაძლევთ, თქვენს უნარებს ხელმძღვანელობა შენიშნავს და სათანადოდ დააფასებს. რომანტიკულ ურთიერთობებში მოულოდნელი ცვლილებები გაგაოცებთ.

მერწყული

თუ სამსახურში არ იზარმაცებთ და დაკისრებულ მოვალეობებს დროულად შეასრულებთ, თქვენი ძალისხმევა სათანადოდ დაფასდება. ამ დღეს ინდივიდუალურად მუშაობა უფრო სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნება, ვიდრე კოლექტიურად. ნათესავებისგან მოულოდნელი სიახლეები გელით.

თევზები

ამ დღეს საქმის ირგვლივ კონსულტაციას კოლეგებთან თუ გაივლით, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან და თქვენთვის ძალისხმევას არ დაიშურებენ. დღეს მიხვდებით, რომ შეიძლება გვერდით მყოფ ადამიანებს დაეყრდნოთ. გირჩევთ, საღამოს მობილური ტელეფონი გამორთოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული საღამო მოიწყოთ. ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

 
წაკითხვა 137 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.