10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი
გადაადგილებებისა და კონტაქტების დღეა. კარგი დღე ელით ჟურნალისტ და მოგზაურ ნიშნებს. ზოგიერთი მიტოვებულ საქმეებს მიუბრუნდება.
კურო
სხვადასხვა წყაროდან მიიღებთ ინფორმაციებს და ეცადეთ, გადაამოწმოთ. იყავით მეტად კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე. თუ რამე გსურთ, გათამამდით.
ტყუპი
დღეს ადამიანებს ადვილად დააინტერესებთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას უფროსთან, მნიშვნელოვან კლიენტთან. მეტი დრო დაუთმეთ განათლებას.
კირჩხიბი
ინფორმაციის, მომსახურების მიღება-გაცემის დღეა. დაეყრდენით გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ხანმოკლე მანძილზე მიმოსვლების დღეა. ზოგიერთი შინაური ცხოველის შეძენას გადაწყვეტს.
ლომი
ერთი კონკრეტული საკითხი სხვადასხვა მხრიდან განიხილეთ. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვების სწავლა-განვითარების საკითხებს. რამდენიმე რომანტიკულ კანდიდატს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.
ქალწული
სამსახურის საქმეების გარდა უნდა გამონახოთ დრო სარემონტო საკითხების მოსაგვარებლად, ავეჯის გადასაადგილებლად, სტუმრების მისაღებად. არავის უთხრათ დახმარებაზე უარი.
სასწორი
დღეს სწრაფად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები. ხშირი გადაადგილებების გამო შეიძლება მთელი დღის გატარებამ საჭესთან მოგიწიოთ. კარგი დღე ელით პედაგოგ და ჟურნალისტ ნიშნებს.
მორიელი
ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილბების მიღებისას. გადაამოწეთ მიღებული ინფორმაციები. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ; თქვენთვის საჭირო წიგნებს შეიძენთ.
მშვილდოსანი
თანამოაზრეებთან შეხვედრების და აზრთა გაცვლის დღეა. განსხვავებული აზრისა და გემოვნების გამო ნურავის წაეჩხუბებით. დღეს სწრაფად უნდა მოახერხოთ უცხო გარემოში ადაპტირება.
თხის რქა
კარგი დღეა მიმოწერის, კითხვისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად. თუ რუტინამ დაგღალათ, ხშირად დაისვენეთ. კარგი დღე ელით იმ თხის რქებს, რომლებმაც უცხო ენები იციან.
მერწყული
ისწავლეთ ის, რაც მომავალში გამოგადგებათ. წარმატებული დღე ელით პროგრამიტს, მხატვარ, ტექსტებთან მომუშავე ნიშნებს. ზოგიერთს საინტერესო მოგზაურობა კომპეტენტურ გიდთან ერთად ელის.
თევზები
რაც უფრო დაინტერესებული და მონდომებული იქნებით, მით მეტ შედეგს მიიღებთ. დღეს ჯერ საკუთარ თავზე, კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოთ და მერე დაეხმაროთ სხვებს. ისწვალეთ სხვის გამოცდილებაზე.
astrologi.ambebi.ge
სიახლეები
- ,,შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ"
- "რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ვიღაცები სთხოვდნენ, სავარაუდოდ, ფულს და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის “ჩაშვებას” - ზურაბ ჯაფარიძე
- "პუტინის რეჟიმი ნგრევას" იწყებს ანუ დადის თუ არა კრემლში პრიგოჟინის აჩრდილი - რა ხდება რუსეთში?!
- „ივანიშვილის რეჟიმი ახლა ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ბოლო ფაზაშია" - ნინო კალანდაძე
- “გახარიას და “ლელოს” გადაწყვეტილება სწორია"- სანდრო თვალჭრელიძე