29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი:

ვერძი

გავლენიან ადამიანებთან მოგიწევთ ურთიერთობა და ეცადეთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი დადებითი თვისებები. ზოგიერთს მფარველი, სპონსორი გამოუჩნდება. 


კურო
ნუ დაანგრევთ იმას, რასაც ამდენი წელი აშენებდით. იყავით ემოციურად შვიდი და გადაწყვეტილები ცივი გონებით მიიღეთ. საღამოს, როცა ყველა უსიამოვნება გაივლის და დამშვიდდებით, მიხვდებით, რომ თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. 



ტყუპი
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, პროფესიული განვითარებისთვის. ზოგიერთი მიზნის მისაღწევად გარჯა მოგიწევთ; ზოგიერთი საქმისთვის - არქივთან მუშაობა. საღამოს უფროსი შესრულებული სამუშაოსთვის შეგაქებთ. 



კირჩხიბი
მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. საქმეებით დატვირთული დღის ბოლოს საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად კონცერტს დაესწარით ან ნათესავებს ესტუმრეთ. მეუღლესთან მშვიდად მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. 



ლომი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. კოლეგებთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედეთ. შეიძლება შვებულებაში გასული თანამშრომლის შეცვლა დაგჭირდეთ. ფული შეიძლება ნათესავების გამო დახარჯოთ. 



ქალწული
სამსახურის საქმეების გამო ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანს სათანადო დროს ვერ დაუთმობთ, რის გამოც უსიამოვნებას ვერ ასცდებით. საღამოს შეადგინეთ შვებულების გეგმა. 


სასწორი
დაკვირვებულად იმუშავეთ. ერთი შეცდომის გამო შეიძლება მთელი კოლექტივის საქმე გაფუჭდეს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 


მორიელი 
ზომიერება გმართებთ ყველგან და ყველაფერში. ეცადეთ, არ დაარღვიოთ წესები, არსად დააგვიანოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. მათ დახმარებაზე უარი არ უთხრათ. 



მშვილდოსანი
საინტერესო და სასიამოვნო მოსაუბრე ხართ. განსაკუთრებით, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ეცადეთ, ისე არ მოიქცეთ, რომ მეუღლის ეჭვიანობა გამოიწვოთ. 



თხის რქა
დღეს ყველაფერს გააკეთებთ, რათა დაასრულოთ დაწყებული პროექტები. თუმცა, ეცადეთ, ის არ გადაიღალოთ, რომ შინ მისულმა ოჯახის წევრებთან დროის გატარება ვერ შეძლოთ. 



მერწყული
მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. მეტი დრო დაუთმეთ საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ: სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 



თევზები
რომანტიკული თავგადასავლის ან მხიარული უქმეების გამო ორშაბათს სამსახურის საქმეებს თავს შესაბამისად ვერ გაართმევთ, რის გამოც უფროსის შენიშვნას დაიმსახურებთ. 

 

astrologi.ambebi.ge

წაკითხვა 66 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 29 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.