April 26, 2024

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი:

ვერძი - მეტი დრო დაუთმეთ კარიერულ წინსვლას. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროქტები. დღის ბოლოს საკუთარი თავით კმაყოფილი იქნებით. 


კურო - დღეს უცნაური ადამიანები მიიქცევენ თქვენს ყურადღებას და არასტანდარტული საქმეებით დაკავდებით. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. 



ტყუპი - ესაუბრეთ იმ ადამიანს, ვისთანაც გაურკვეველი დამოკიდებულება გაქვთ. ნუ ჩამოყარეთ ყურები, ხვალ უკეთესი იქნება, ვიდრე დღესაა. 



კირჩხიბი - ჭკუა ასწავლეთ იმას, ვინც მუდმივად გიქმნით სირთულეებს და მის მაგივრად აკეთებთ საქმეს. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას. 



ლომი - კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად. მხარდაჭერას იგრძნობთ მანდილოსნებისგან. საღამოს სასიამოვნო ამბებს გაიგებთ. 

 


ქალწული - ენერგია და პრიორიტეტები ისე გადაანაწილეთ, რომ ძალიან არ გადაიღალოთ. აკონტროლეთ ემოციები. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. 



სასწორი - მოერიდეთ უსიამოვნო საქმიანობას და ადამიანებს, ვისაც თქვენთან კამათი უყვარს ნებისმიერ თემაზე. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. 


მორიელი - მეტად გამოავლინეთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობები. საღამოს შინ დიდი ხნის უნახავი ახლობლები შეკრიბეთ. დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. 


მშვილდოსანი - დღეს შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც თქვენგან კარდინალურად განსხვავებული აზრები აქვთ. მოერიდეთ მათთან კამათს. 



თხის რქა - გვერდით გჭირდებათ ადამიანი, რომელიც გაგამხნევებთ და მოქმედებისთვის შეგამზადებთ. განახლება სჭირდება რუტინულ საქმეებსაც. 



მერწყული - რთულ სიტუაციაშიც კი არ დაკარგოთ იუმორის გრძნობა. ეცადეთ, შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე. მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. 



თევზები - საკუთარ სიმართლეს ჩხუბით დამტკიცება არ სჭირდება. იყავით პოზიტიური და ხშირად გაიღიმეთ. დღეს მოგეცემათ შესაძლებლობა, რომელსაც დიდხანს ელოდით. 

წაკითხვა 736 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.