April 26, 2024

26 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი - არ დაიტვირთოთ თავი რთული და საპასუხისმგებლო საქმეებით. გარშემო შეიქმენით მშვიდი და ჰარმონიული გარემო. დაიწყეთ უცხო ენის სწავლა.



კურო - მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული პროექტების დასრულებას. შეგიძლიათ ადგილი დაუთმოთ ადამიანს, რომელიც თქვენზე უკეთ გააკეთებს საქმეს.


ტყუპი - მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას, გარშემო მყოფებთან სიტუაციის დაძაბვას.



კირჩხიბი - იმდენად ხართ საქმეებით დატვირთული, რომ გარშემო მომხდარ სასიამოვნო სიახლებს ვერ ამჩნევთ. იყავით პოზიტიური და გამონახეთ დრო მხიარულებისთვის.



ლომი - ყველა სირთულეს მარტივად გაართმევთ თავს. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. ნუ იტყვით უარს თქვენს გეგმებსა და მიზნებზე.



ქალწული - გაურკვეველ სიტუაციაშიც კი თავდაჯერებულად უნდა იმოქმედოთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. მშვიდად შეხვდით უსიამოვნებებს.



სასწორი - ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს და გაითვალისწინეთ. თუ გჭირდებათ, კითხვებიც უნდა დასვათ. საღამო მეგობრებთან 

ერთად მხიარულად გაატარეთ.



მორიელი - გადახედეთ წარსულს, გამოიტანეთ დასკვნები. შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ შეეხმიანოთ ადამიანს, რომელიც წარსულში თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ზოგერთი ძველ ფოტოალბომსაც გადახედავს.



მშვილდოსანი - დღეს ადვილად გამოიცნობთ ოპონენტების აზრებსაც კი. იყავით მადლიერი იმ ადამიანების მიმართ, ვინც გულწრფელად გეხმარებათ.



თხის რქა - ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ნურც სხვების საქმეებს შეასრულებთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.



მერწყული - დღეს უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი და დღის ბოლოს მიხვდებით, რომ ნამდვილი გმირი ხართ. თქვენს თვალს არც ერთი წვრილმანი არ გამოეპარება.



თევზები - ნუ ეცდებით ისე მოიქცეთ, რომ ყველას ასიამოვნოთ. ნუ დაპირდებით ადამიანს იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ადამიანებს სიმართლე უთხარით და არა შელამაზებული ტყუილი.

 

https://astrologi.ambebi.ge
წაკითხვა 641 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 30 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.