April 26, 2024

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი:

 

ვერძი - მატერიალური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. ობიექტურად გაანალიზეთ სიტუაცია. გარშემო მყოფების სიხარულით გაიხარებთ.



კურო - პატარ-პატარა წარმატებები და სიხარულები გელით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. დღეს მიხვდებით, რომ ახლობლებს თქვენთან ყოფნა სიმშვიდეს ანიჭებთ.



ტყუპი - მხოლოდ უსიამოვნებებზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას, გარშემო პოზიტიური და სასიამოვნოც ბევრი ხდება. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან. დაკვირვება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას.



კირჩხიბი - გადახედეთ საქმეებს გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.



ლომი - დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ჩამოწერეთ მომავლის იდეები და გეგმები. შეიძლება გადაგედოთ საქმიანი შეხვედრები. მოერიდეთ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან.



ქალწული - განდევნეთ თქვენგან ნეგატიური ადამიანებიც და სიტუაციებიც. მეგობრებთან ერთად გართობა და დროის მხიარულად გატარება გელით.



სასწორი - დღეს გარშემო მყოფებისთვის ფსიქოლოგი გახდებით. ყველას თქვენთვის მოუნდება გულის გადაშლა და რჩევის მიღება. პასუხები და გამოსავალი ერთად, საუბრისა და მსჯელობის შემდეგ გამოიტანეთ.


მორიელი - საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და მნიშვნელოვან ინფორმაციებსაც მოიპოვებთ. ზოგიერთს ახალი ვალდებულებები დაგემატებათ, რის გამოც დღის განრიგის შეცვლა მოგიწევთ. კარგი დღეა ექსპერიმენტებისთვის.



მშვილდოსანი - გარშემო მყოფების უტიფარ ქცევას ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მტკიცედ მოითხოვეთ ის, რაც გეკუთვნით. ზოგიერთი ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებს.



თხის რქა
 - გაფრთხილდით, ემოციებს აყოლილმა შეცდომები არ დაუშვათ. შეიძლება გარშემო მყოფების თავაზიანობა და მზრუნველობა გადამეტებული მოგეჩვენოთ.



მერწყული - ოპტიმისტურად განეწყვეთ, ყველა საქმეს მარტივად და დროულად დაასრულებთ. კარგი დღეა ახლის შესასწავლად, თვალსაწიერის გასაფართოებლად.



თევზები - შეიძლება აღადგინოთ საქმიანი კონტაქტი ყოფილ პარტნიორთან ან რომანტიკული კავშირი - ძველ შეყვარებულთან. ნუ გაბრაზდებით და ნუ გაიბუტებით თუ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც გინდოდათ.

წაკითხვა 632 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.