April 27, 2024

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - კვირის ბოლოს გადაღლილი და დაძაბული ხართ. საღამოს შეხვდით მეგობრებს, განიტვირთეთ. და რაც მთავარია, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.



კურო - მოულოდნელიად უცნაური ადამიანებისადმი გაგიმძაფრდებათ ინტერესი და უფრო მეტიც, მათთან ერთად შეიძლება რამე ახალი პროექტიც კი წამოიწყოთ.

 


ტყუპი - მშვიდად განიხილეთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი სიახლეები. ნაკლები ემოცია და მეტი ინტელექტუალური საქმიანობა გმართებთ. დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

 


კირჩხიბი - წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების დღეა. ყველაფერს გაუმკლავდებით, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ძალიან ბევრს ნუ იფიქრებთ, შანსს გაუშვებთ ხელიდან.

 


ლომი - წვრილმანების გამო ნერვიულობა არ ღირს. გამონახავთ საშუალებას, რაც სირთულეების გადალხვას შეგაძლებინებთ. ამასთანავე, თანამოაზრეებიც დაგეხმარებიან.

 


ქალწული - დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. მსუბუქი საქმეები შეასრულეთ, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, დასვენებას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

 


სასწორი - მოდუნდით და დაფიქრდით, რა უნდა მიიღოთ და რისგან უნდა გათავისუფლდეთ. თუ სწორად გაერკვევით მოტივაციებსა და მიზნებში, პირად ცხოვრებაც გაგიუმჯობესდებათ და კარიერაშიც წარმატებას მიაღწევთ.

 


მორიელი - ბოლო დროს ახლობელბის დახმარება სულ უფრო ხშირად გჭირდებათ. თუმცა, ისიც უნდა იცოდეთ, ვის მიმართოთ. ნუ დანებდებით ჩამოწერეთ ყველა ის მიზეზი, რაც დაგეხმარებათ განვითარებაში და უსიამოვნების მოგვარებაში.

 


მშვილდოსანი - გადაღლილი ხართ და დღეს მნიშვნელოვან საქმეებს ნუ შეეჭიდებით. უმჯობესია, დრო მეგობრების, საყვარელი ადამიანის გარემოცვაში გაატაროთ.

 


თხის რქა - მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. თუ ადრე ახლობლებს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდით, დღეს უნდა გამოასწოროთ სიტუაცია.

 


მერწყული - მსუბუქი და უდარდელი დღე გელით. იყავით ხალისიანი, არაფერი რთული დღეს არ დაგეგმოთ. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად და მხოლოდ სასიამოვნო ამბები გაიხსენეთ.

 


თევზები - ემოციურად დატვირთული დღე გელით. შეიძლება ისეთი ამბავი გაიგოთ, რაც დღის გეგმებს შეგიცვლით. მეტი დრო გაატარეთ ნათესავების გვერდით. მათი მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია.

 

https://astrologi.ambebi.ge/

წაკითხვა 616 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.