May 2, 2024

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - გარშემო უამრავი საინტერესო ხდება, დღეს უნდა შეეცადოთ, ყველაფერი მოასწროთ. ვალდებულებები ახლობლებს გადააბარეთ და თავად იმხიარულეთ.



კურო - იმდენი საქმე გაქვთ დღეს შესასრულებელი, რომ მოსაწყენად ვერ მოიცლით. ეცადეთ, რასაც აკეთებთ, ხარისხიანად გააკეთოთ. საიდუმლოებებს ყველას ნუ გაუმხელთ.

 



ტყუპი - როგორც წესი, ადამიანები ყოველთვის არ აკეთებენ იმას, რაც თქვენ გსურთ. ნუ დაკარგავთ დროს არაფრისმომცემ საქმეებზე, უაზრო ადამიანებზე. განვითარებას მხოლოდ ღირსეულების გვერდით შეძლებთ.

 



კირჩხიბი - თუ დღეს გავლენიან ადამიანთან სიტუაცია დაგეძაბებათ, ეცადეთ, ღირსეულად გეჭიროთ თავი და მშვიდად აუხსნათ სიტუაცია. მტყუანი რომც აღმოჩნდეთ, მისგან პატივისცემას მაინც დაიმსახურებთ.

 


ლომი - სანამ სხვები ღრუბლებში დაფრინავენ, თქვენ გეგმაც უნდა დააწყოთ და განახორცილოთ კიდეც. გარშემო მყოფების დახმარება და სიურპრიზები გელით.

 



ქალწული - გარშემო მყოფების დამხმარე და მშველელი ხართ. დღეს ბევრს დაეხმარებით სირთულეების დაძლევაშიც და განწყობის გაუმჯობესებაშიც.

 


სასწორი - მშვიდად ყოფნას ვერ შეძლებთ, ბავშვობაში ვისაც იცნობდით ისინიც კი შეგეხმიანებიან. მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა და მისთვის გულის გადაშლა მოგიწევთ.

 

 


მორიელი - შეიძლება ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ეს თქვენ გსურთ. ზოგჯერ გარშემო მყოფები უნდა აიძულოთ, რომ რამე გააკეთონ. მხოლოდ ასე მიიღებთ სასურველს.

 



მშვილდოსანი - ახლობლებს ყვირილით ვერაფერს გააგებინებთ. მით უმეტეს ბავშვებს. იყავით მშვიდი და ყველას მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრეთ.

 


თხის რქა - გადატვირთული ხართ სამსახურის საქმეებითაც და სხვა ვალდებულებებითაც. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი დეტალი, თარიღები გავიწყდებათ. გადადეთ ყველა საქმე და დღევანდელი დღე საკუთარ თავს მიუძღვენით.

 


მერწყული - მოდუნებული ყოფნა კარგია, მაგრამ ისე ნუ მოიქცევით, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგოთ და მერე სხვისი გაფუჭებული საქმეების გამოსწორებამ თქვენ მოგიწიოთ.

 



თევზები - თქვენი განწყობა ამინდზე, გარშემო მყოფებზეა დამოკიდებული. იყავით მშვიდი, არ იკამათოთ. ყველას ყველაფერი გასაგებად აუხსენით, თუ იმსახურებენ, რა თქმა უნდა.

 

https://astrologi.ambebi.ge/

წაკითხვა 619 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 19 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.