May 15, 2024

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც საუკეთესო მეგობრობა შეუძლიათ

აუცილებლად გაითვალისწინეთ ზოდიაქოს ეს ნიშნები და მათი მეგობრული თვისებები, თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში მეგობრები ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდებიან. არ აქვს მნიშვნელობა როგორები არიან სხვები, მეგობრობა ორ ადამიანს შორის მყარი კავშირია, სწორედ ამიტომ, ეცადეთ თავად იყოთ თქვენთვის სასურველი მეგობრის საუკეთესო ვერსია.

 

 

კურო

 

21 აპრილი – 20 მაისი

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ყველაზე ლოიალურ მეგობრებად ითვლებიან. კუროები გამორჩეულად ძლიერი ადამიანები არიან, მათთვის მეგობრობა და ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ცხოვრებაში. კუროებს შეგიძლიათ ანდოთ თქვენი საიდუმლოებები, ფინანსები და თუ საჭირო გახდა სიცოცხლეც, ისინი კი იმედს არ გაგიცრუებენ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები მძიმე დროს მხარს გამოგიწოდებენ სატირლად და ემოციებისგან დასაცლელად, თუმცა დიდხანს დეპრესიაში ყოფნას არ გაცდიან და უმალვე მოგიწოდებენ ფერფლიდან ფენიქსივით ადგომისკენ.

 

 

კირჩხიბი

 

22 ივნისი – 22 ივლისი

 

 

 

მუდმივად ახლობელი და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში მყოფი კირჩხიბები შეუცვლელი მეგობრები არიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს საოცარი ემოციურობა ახასიათებთ, ალბათ სწორედ ამიტომ არიან ისინი კარგი მსმენელები. კირჩხიბები კარგი იუმორის გრძნობითაც გამოირჩევიან და ყველაზე რთულ მომენტშიც კი, იდეალურად ახერხებენ მეგობრების გაცინებას და კარგ განწყობაზე მოყვანას. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ზოგჯერ სასტიკად გულწრფელები და პირდაპირები არიან. შესაძლოა რეალობის დანახვა თქვენთვის იმ მომენტში მტკივნეული აღმოჩნდეს, თუმცა მალევე გააანალიზებთ იმასაც, რომ ეს ესაა კირჩხიბმა მცდარი ნაბიჯისგან გიხსნათ.

 

 

სასწორი

 

24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

 

 

 

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები საოცარი ექტრავერტები არიან, სწორედ ამიტომ, მარტო ყოფნა მათ ყველაზე მეტად სძაგთ და აშინებთ. სასწორები მუდმივად მეგობრების გარემოცვაში უნდა იყვნენ, ისინი ყოველთვის ითვალისწინებენ საყვარელი ადამიანების საჭიროებებს და ყველაზე მყუდრო და სასიამოვნო გარემოს სთავაზობენ მათ. სასწორები რთულ სიტუაციაში მარტო არასოდეს დაგტოვებენ. თუ საღამოს თავს მარტოსულად იგრძნობთ, მოინახულეთ თქვენი სასწორი მეგობარი და ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენი საღამო იდეალურად გარდაქმნას.

 

 

მორიელი

 

24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი

 

 

 

 

მორიელები საოცრად თავდადებული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები არიან. მათ უყვართ ხანგრძლივი ურთიერთობები და განსაკუთრებით პატივს სცემენ ბავშვობის მეგობრებს. მორიელები ძლიერი და თავდაჯერებული ბუნების მქონე ადამიანები არიან, მათ გვერდით ყოფნა კი ჩვენც ავტომატურად გვმუხტავს ენერგიით, რომელსაც ისინი თან დაატარებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვენი ნამდვილი მეგობრები გახდნენ, სწორედ ისეთები, გაციებისა და ცუდად ყოფნის ჟამს სახლში ცხელ წვნიანსა და მედიკამენტებს რომ მოგიტანენ.

 

 

მერწყული

 

21 იანვარი – 20 თებერვალი

 

 

 

 

ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ბევრს იფიქრებენ, მანამ სანამ თქვენი მეგობრები გახდებიან. გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულები საყვარელ ადამიანებთან ძლიერ ემოციურ კავშირს ამყარებენ, მათთვის ძნელია იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელმაც შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოთ. თუ კი უკვე გყავთ მერწყული სამეგობროში, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ეს მეგობრობა სამუდამოდ გაგრძელდება. მერწყულებმა ზუსტად იციან როდის უნდა მოგისმინონ გულით და როდის გონებით, ამ ადამიანების რჩევები კი ყოველთვის პრაქტიკულია.

 

 

თევზები

 

21 თებერვალი – 20 მარტი

 

 

 

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს თავიანთი მისწრაფებების წინ თქვენი ინტერესების დაყენება შეუძლიათ. ისინი უდავოდ ყველაზე კეთილი და მგრძნობიარე ადამაინები არიან, რაც მათ საუკეთესო მეგობრებად აქცევთ. თევზები ბუნებით მზრუნველი ადამაინები არიან და შეუძლიათ ძლიერი, ღრმა ემოციური კავშირის შექმნა ადამიანთან. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ერთი უცნაური რამ ახასიათებთ, ისინი ინტუიციით გრძნობენ და ხვდებიან როდის გიხარიათ და როდის ხართ გასაჭირში, სწორედ ამიტომ, თევზებისგან სიმართლის დამალვას ნუ შეეცდებით.

 

 

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 989 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.