April 26, 2024

იპოვეთ თქვენი ქალაქი თქვენი ზოდიაქოს მიხედვით

ყველა ქვეყანასა და ქალაქს თავისი ჰოროსკოპი აქვს. ასტროლოგებმა ადამიანისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ჰოროსკოპები ერთმანეთს შეადარეს და გამოარკვიეს, თუ რომელი ქალაქი შეგეფერებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე...

 

ვერძი - ნიუ იორკი

თქვენი კარიერული წინსვლისა და კეთილდღეობისთვის იდეალურია ნიუ იორკი!
ფული ყველა მხრიდან შემოგივათ; თქვენს ჯანმრთელობას ამ ქალაქში ვერაფერი შეარყევს, მიუხედავად იმისა, რომ იქ სულაც არ არის კრიალა ცა და სუფთა ჰაერი. კომუნიკაცია - მნიშვნელოვანი ელემენტია თქვენს პარტნიორულ თუ რომანტიკულ ურთიერთობებში. ნიუ იორკის ენერგიული და მუდამ დინამიკური ატმოსფერო იდეალურია ენერგიული ვერძებისთვის.



კურო - სიდნეი

თქვენ სიდნეიში ყურადღების ქვეშ აღმოჩნდებით და პროფესიონალური თვალსაზრისით შესამჩნევად გაზრდებით. ფინანსური წარმატებაც გელით, ამით კი სტაბიურობასა და საერთო კეთილდღეობას მიაღწევთ. კუროს უყვარს ბუნებაში ცხოვრება და ავსტრალია გაზრდის მის სასიცოცხლო ენერგიას. ურთიერთობები იდეალურად განვითარდება. თქვენ შეიძლება შეხვდეთ პარტნიორს, რომელთანაც მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობა გექნებათ.



ტყუპები - სან-ფრანცისკო

ტყუპები დიდებული კომუნიკატორები არიან. ამიტომ არც არის გასაკვირი, თუკი მათ სილიკონის ველი იზიდავთ. თუ თქვენ კომპიუტერული გენია ან სოცქსელების ვარსკვლავი ხართ, თქვენ სან-ფრანცისკოში წარმოუდგენელ კარიერულ სიმაღლეებს მიაღწევთ. თუკი სიყვარულს ეძებთ, ფიზიკური მიზიდულობა ამ ქალაქში ათმაგადძლიერია და შესაძლოა, პირდაპირ ქუჩაშიც კიშეეფეთოთ თქვენი ცხოვრების მთავარ სიყვარულს.



კირჩხიბი - ვენეცია

კირჩხიბი წყლის ნიშანია და ვენეცია, ქალაქი წყალზე, ამ ნიშნისთვის იდეალური საცხოვრებელი ადგილია. როგორც კი იქ მოხვდებით, თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ამ რომანტიკულ ქალაქში ადამიანური ურთიერთობებიც თავბრუს დაგახვევთ, კარგი გაგებით. თქვენ მიიღებთ ძლიერ იმპულსს დასახული მიზნებისკენ სწრაფვაში. თუ საცხოვრებლად გადასვლა შეუძლებელია, ვენეციაში შვებულების გატარებაც საკმარისი იქნება, რომ ენერგიით დაიმუხტოთ.



ლომი - პარიზი

ცისფერსისხლიან ლომს აქ მეფურ პატივს მიაგებენ, რაც მას ყველაზე მეტად სიამოვნებს. როგორც პარიზის, ისე ლომის მმართველი პლანეტა მზეა, ამიტომ ამ ქალაქში ლომის წინაშე საუკეთესო პერსპექტივები იშლება. თქვენს ჰოროსკოპში მზის ძლიერი პოზიცია ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ. ურთიერთობა შესაძლოა, არატრადიციულად განითარდეს, რადგან თქვენ უჩვეულო პიროვნებები გიზიდავთ.



ქალწული - ტოკიო

ქალწული პერფექციონისტია, რაც უბიძგებს მას, უფრო და უფრო უკეთესი გახდეს. თქვენი დახვეწილი სტილი იდეალურად მიესადაგება საოცარ ტოკიოს. იაპონური კულტურის ფუძე ადათ-წესები და ეტიკეტია, რაც თქვენს ხასიათს ეხმიანება. აქ მიაღწევთ ყველაფერს, რასაც მოისურვებთ - თქვენი ნებისმიერი უნარი სათანადოდ დაფასდება. წარმატებით დაამყარებთ ურთიერთსასარგებლო კავშირებს.


სასწორი - ლონდონი

ამ ქალაქის ჰოროსკოპში მზე ზენიტს აღწევს და სწორი გზის არჩევაში გეხმარებათ. თუკი საკუთარი თავის ძიებაში ხართ, ლონდონში მიხვდებით, რა გსურთ სინამდვილეში. ლონდონი კარიერასა და სიყვარულში წარმატებას გპირდებათ. აქ დატკბებით საკუთარი პოპულარობით, გარშემო გეყოლებათ უამრავი მეგობარი და თაყვანისმცემელი, რომლებიც თქვენ გვერდით ყოფნაზე ოცნებობენ.


მორიელი - ამსტერდამი

მორიელებისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური სიახლოვე. ამსტერდამი დაგეხმარებათ თანასწორი პარტნიორის მოძებნაში, რომელიც მოისურვებს თქვენი სულის სიღრმეებში ჩაღწევას, საიდუმლოებების ამოხსნას და ისეთი ინტენსიური კავშირის აგებას, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდით. ამ ქალაქში სიმშვიდესა და ბედნიერებას იპოვით.



მშვილდოსანი - ჰონოლულუ

ჰონოლულუს ჰოროსკოპში არსებული ცეცხლის ელემენტი შესანიშნავად რეზონირებს თქვენს ენერგიულობასთან. ნებისმიერი პროექტი, რომელიც დიდი ხნის ჩაფიქრებული გაქვთ, ამ ქალაქში განხორციელდება. აქ იზრდება თქვენი თავდაჯერებულოა. სიყვარულში „ამერიკული მთები“ გელით, რადგან ეგზოტიკურ პარტნიორს შეხვდებით.


თხის რქა - მონაკო

ასტროლოგები თხის რქას „მილიონერების ნიშანს“ უწოდებენ. აბა, რატომ მაქვს ამდენი ვალი? - იკითხავთ თქვენ. არადა, მართლაც რომ სხვებზე გაცილებით მეტი შანსი გაქვთ, ქონება დააგროვოთ. მონაკოს შეუძლია, მილიარდერი გაგხადოთ, მაღალ საზოგადოებაში გაგიყვანოთ და პატივსაცემ პიროვნებად გაქციოთ. თხის რქა არც ფიზიკურ შრომას უფრთხის, რასაც მონაკო უკან ასმაგად დაგიბრუნებთ.


მერწყული - სტოკჰოლმი

თქვენი სოციალური ორიენტირებულობა დაკმაყოფილდება ქალაქში, რომელიც გვპირდება, რომ უკვე 2040 წლისთვის წიაღისეულ საწვავს აღარ გამოიყენებს. თქვენ ძალიან ჭკვანი და შორსმჭვრეტელი ხართ. პროგრესულ სტოკჰოლმში ისეთ შთაგონებას მიიღებთ, რომელიც შეცვლის როგორც თქვენს, ასევე სხვა ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ. თქვენ მარტო არ იქნებით თქვენს სწრაფვაში, ემსახუროთ პლანეტას, რადგან გაიჩენთ საოცარ პარტნიორს, რომელიც ყველაფერში გვერდში დაგიდგებათ და თქვენს ინტერესებს გაიზიარებს.



თევზები - სინგაპური

მართალია, სინგაპურის დინამიკური ტემპი კონტრასტულია თევზების მეოცნებე ხასიათთან, მაგრამ ეს ქალაქი გაიძულებთ, იმოქმედოთ, უფრო ჩქარა იმოძრაოთ და გამარჯვოთ. ნათქვამია, საწინააღმდეგო მხარეები ერთმანეთს იზიდავენო და ეს გამოთქმა საუკეთესოდ აღწერს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას ამ ქალაქში. ასეთი ურთიერთობა კი მოგიტანთ აუცილებელ სასიცოცხლო ბალანსს, ემოციურ უსაფრთხოებას და სურვილს, საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად იქცეთ.

 

https://www.funtime.ge/

წაკითხვა 979 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.