April 26, 2024

ის, რასაც არც ერთი ასტროლოგი არ გეტყვით - დაფარული სიმართლე ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

ვერ­ძი

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ვერ­ძე­ბი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი და კონ­ფლიქ­ტუ­რე­ბი არი­ან. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ჩხუ­ბი მათი "ჰო­ბია".

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვერძს აქვს ურ­თი­ერ­თო­ბის სტან­დარ­ტი - "თვა­ლი თვა­ლის წილ, კბი­ლი კბი­ლის წილ". ამი­ტომ, რო­გორც ექ­ცე­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვა­დაც იმა­ვე საქ­ცი­ე­ლით უბ­რუ­ნებს მათ პა­სუხს ყო­ველ­თვის.

 

 

კურო

 

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ კურო ზარ­მა­ცია და ურ­ჩევ­ნია მთე­ლი დღე­ე­ბი დი­ვან­ზე წა­მო­წო­ლილ­მა გა­ა­ტა­როს არაფ­რის კე­თე­ბა­ში.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, კუ­რო­ებს არ უყ­ვართ უაზ­რო ფა­ცი­ფუ­ცი წვრილ­მა­ნე­ბის გამო. მათ ყო­ველ­თვის ზუს­ტად იცი­ან, თუ რაზე ჯო­ბია ხარ­ჯონ ენერ­გია გა­აზ­რე­ბუ­ლად.

 

 

ტყუ­პი

 

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ტყუ­პე­ბი ცი­ნი­კო­სე­ბი და ავ­ყი­ე­ბი არი­ან. ისი­ნი ხში­რად სარ­გებ­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ორ­სა­ხო­ვა­ნი და არა­სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნის იმი­ჯით.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ტყუ­პი სხვებ­ზე მარ­ტი­ვად უყუ­რებს ცხოვ­რე­ბას, ისი­ნი მარ­ტი­ვად ახერ­ხე­ბენ წარ­სუ­ლის გა­და­ხარ­შვას და ად­ვი­ლად შე­უძ­ლი­ათ ფეხი აუ­წყონ რე­ა­ლო­ბას.

 

 

კირჩხი­ბი

 

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ კირჩხი­ბე­ბი სუს­ტი, უმ­წეო, მუ­დამ მო­წუ­წუ­ნე და დეპ­რე­სი­უ­ლი არ­სე­ბე­ბი არი­ან. ბევ­რს კირჩხი­ბის ემო­ცი­უ­რო­ბა სი­სუს­ტე გო­ნია.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, კი­ჩხი­ბის სიძ­ლი­ე­რე ზუს­ტად მის ემო­ცი­უ­რად ცვა­ლე­ბად ხა­სი­ათ­ში. მას შე­უძ­ლია ნე­ბის­მე­ი­რი სირ­თუ­ლის სტრე­სის გა­და­გო­რე­ბა და ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბა ყო­ველ­თვის. ეს ის ხალ­ხია, ვი­საც თვით­გა­დარ­ჩე­ნის სა­ო­ცა­რი ინ­სტინ­ქტი გა­აჩ­ნია.

 

 

ლომი

 

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ლო­მე­ბი ქედ­მა­ღა­ლი, ამ­პარ­ტა­ვა­ნი ხალ­ხია. რომ ისი­ნი ზე­მო­დან უყუ­რე­ბენ ყვე­ლას და მუდ­მი­ვად ელი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ტაშ­სა და ოვა­ცი­ებს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ლო­მე­ბის ამ­გვა­რი საქ­ცი­ე­ლი და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და კომ­პლექ­სე­ბის ბრა­ლია. ამ ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი თავს არ გრძნობს სხვებ­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლად, უფრო პი­რი­ქით - გა­მუდ­მე­ბით ეპა­რე­ბა ეჭვი სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში. ზუს­ტად ამი­ტომ სჭირ­დე­ბა მას მუდ­მი­ვი წა­ხა­ლი­სე­ბა და კომ­პლი­მენ­ტე­ბი გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან, რომ თავი სა­ჭი­რო და ძლი­ერ ადა­მი­ა­ნად იგ­რძნოს ისევ.

 

 

ქალ­წუ­ლი

 

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ქალ­წუ­ლე­ბი მარ­ტო­სუ­ლი სო­ცი­ო­ფო­ბე­ბი არი­ან, აფა­ნა­ტე­ბენ წეს­რიგ­სა და ჰი­გი­ე­ნა­ზე. უნ­დათ, რომ არა­ვინ არ შე­ა­წუ­ხოს ზედ­მე­ტად.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ქალ­წუ­ლი საკ­მა­ოდ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ნი­შა­ნია. უბ­რა­ლოდ, მას გა­ცი­ლე­ბით მეტი დრო სჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტში შე­სას­ვლე­ლად. იმი­ტომ რომ, ბუ­ნე­ბით ფრთხი­ლე­ბი არი­ან და ნდო­ბა გვი­ან მო­დის მათ­თვის. სა­მა­გი­ე­როდ, თუკი მო­ნა­თე­სა­ვე სული იპო­ვეს მათი ერ­თგუ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნი­სად­მი უსა­ზღვრო იქ­ნე­ბა.

 

 

სას­წო­რი

 

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ სას­წო­რე­ბი მა­ტყუ­ა­რე­ბი არი­ან, ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ "არც მწვა­დი დაწ­ვან და არც შამ­ფუ­რი". არა­სო­დეს ამ­ბო­ბენ სი­მარ­თლეს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, სას­წო­რი უბ­რა­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე და დე­ლი­კა­ტუ­რი ნი­შა­ნია. მან ზუს­ტად იცის, რო­გორ მო­აგ­ვა­როს კონ­ფლიქ­ტე­ბი და ყო­ფი­ლი მტრე­ბი მე­გობ­რე­ბად გა­და­აქ­ცი­ოს.

 

 

მო­რი­ე­ლი

 

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ მო­რი­ე­ლე­ბი ბოღ­მი­ა­ნე­ბი არი­ან, გარ­შე­მო ყვე­ლას სი­ძულ­ვი­ლით და ეჭ­ვით უცქე­რენ. ცდი­ლო­ბენ დის­ტან­ცია და­ი­ჭი­რონ ადა­მი­ა­ნებ­თან.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლა­ფე­რის მი­ზე­ზი არის ის, რომ მო­რი­ელს სა­შინ­ლად ეში­ნია ღა­ლა­ტი­სა და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის. ამი­ტომ მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნდო­ბის ხა­რის­ხი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, დიდი სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბი­ან ახალ ნაც­ნო­ბებს.

 

 

მშვილ­დო­სა­ნი

 

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ მშვილ­დოს­ნე­ბი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი, მუდ­მი­ვად კარგ ხა­სი­ათ­ზე მყო­ფი ჯამ­ბა­ზე­ბი არი­ან. რომ ისი­ნი არა­სო­დეს დგე­ბი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე და არ აწუ­ხებთ ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, მშვილ­დო­სა­ნი ოს­ტა­ტუ­რად მა­ლავს სა­კუ­თარ სევ­და­სა და ცუდ გან­წყო­ბას სხვე­ბის­გან. იმი­ტომ რომ, არ მოს­წონთ სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბით სხვე­ბის დამ­ძი­მე­ბა. თუმ­ცა, ეს "ემო­ცი­უ­რი თავ­შე­კა­ვე­ბა" ძა­ლი­ან ვნებს ხოლ­მე მათ ჯან­მრთე­ლო­ბას.

 

 

თხის რქა

 

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ თხის რქე­ბი "ქრო­ნი­კუ­ლი ვორ­კოჰო­ლი­კე­ბი" არი­ან, არ იცი­ან გარ­თო­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის ფასი, ზედ­მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბი­ან ცხოვ­რე­ბას.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, თხის რქა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ნი­შა­ნია. მან ზუს­ტად იცის, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. ამი­ტომ არა­სო­დეს ურე­ვენ ბიზ­ნეს­სა და გარ­თო­ბას ერ­თმა­ნეთ­ში.

 

 

მერ­წყუ­ლი

 

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ მერ­წყუ­ლე­ბი ემო­ცი­უ­რად ცივი, დის­ტან­ცი­უ­რი ხალ­ხია. რომ მათ არ გა­აჩ­ნი­ათ თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის უნა­რი.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, მერ­წყუ­ლი სხვის პრობ­ლე­მებ­ზე ყვე­ლა­ზე მეტს ფიქ­რობს, ხში­რად თა­ვის სა­კუ­თარ­ზე მე­ტა­დაც კი. უბ­რა­ლოდ, როცა დუმს და არა­ფერს აკე­თებს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გო­ნე­ბა­ში აწყობს გეგ­მებს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­გეხ­მა­როთ.

 

 

თევ­ზე­ბი

 

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ თევ­ზე­ბი არამ­ქვეყ­ნი­უ­რი, მე­ოც­ნე­ბე და დაბ­ნე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი უცხოპ­ლა­ნე­ტელს ჰგავს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, თევ­ზებს სა­ოც­რად კე­თი­ლი გული და უნი­კა­ლუ­რი ინ­ტუ­ი­ცია აქვთ, ამი­ტომ ისი­ნი ხში­რად ხე­და­ვენ იმა­ზე მეტს ვიდ­რე სხვებს ჰგო­ნი­ათ. ოც­ნე­ბით კი მა­შინ ოც­ნე­ბო­ბენ, როცა სამ­ყა­რო ზედ­მე­ტად სას­ტი­კი ეჩ­ვე­ნე­ბათ. ასე ახერ­ხე­ბენ ისი­ნი გუ­ლის სით­ბოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და არა­სო­დეს ბო­როტ­დე­ბი­ან.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 602 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 09 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.