May 15, 2024

მალავთ თუ არა ბოროტმოქმედის თვისებებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ევ­რო­პე­ლი ას­ტრო­ლო­გე­ბის ჯგუფ­მა სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა თე­მა­ზე - "რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით იბა­დე­ბი­ან ყვე­ლა­ზე ხში­რად კრი­მი­ნა­ლუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი".

 

რო­გორც გა­ირ­კვა, და­ქი­რა­ვე­ბულ ქი­ლე­რებ­სა და მა­ფი­ის ბო­სებს შო­რის, ყვე­ლა­ზე მეტი ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჭარ­ბობს. ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ ფაქტს ლო­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ბა­ტო­ნო­ბის სურ­ვი­ლით ხსნი­ან. რო­გორც ჩანს, ამ გზით ცდი­ლობს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ბევ­რი ინ­დი­ვი­დი სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბის ხაზ­გას­მას და თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას.

 

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ რე­ცი­დი­ვის­ტთა და რე­კე­ტი­ორ­თა რი­გებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ მთა­ვარ როლს ამ მხრივ, ტყუ­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ორ­სა­ხოვ­ნე­ბა თა­მა­შობს. ისი­ნი გარ­შე­მო მყო­ფებ­თან მარ­ტი­ვად შე­დი­ან კონ­ტაქ­ტში, ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ შემ­დეგ კი ოს­ტა­ტუ­რად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ას­რუ­ლე­ბენ სა­კუ­თარ ბო­როტ ჩა­ნა­ფიქ­რს.

 

მო­ძა­ლა­დე­ებ­სა და სე­რი­ულ მკვლე­ლებს შო­რის, რაც არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, ისე­თი ნი­შა­ნი ლი­დე­რობს რო­გო­რი­ცაა თევ­ზე­ბი . ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ამ ხალ­ხს ფა­რუ­ლი აგ­რე­სია ახა­სი­ა­თებს. წლო­ბით დაგ­რო­ვილ ნე­გა­ტივს კი ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ფსი­ქი­კის სრულ დეგ­რა­და­ცი­ამ­დეც მიჰ­ყავს. რაც თა­ვის მხრივ ხდე­ბა კი­დეც მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი სას­ტი­კი ქმე­დე­ბე­ბის მი­ზე­ზი.

 

იქ­ნებ უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე "შუ­რის­მა­ძი­ე­ბელ" და აგ­რე­სი­ულ ნიშ­ნად მო­ნათ­ლუ­ლი მო­რი­ე­ლე­ბი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით სიის ბოლო ად­გილ­ზე გან­თავ­სდნენ. თუმ­ცა­ღა, ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ამ ფაქ­ტის მი­ზე­ზი მო­რი­ე­ლე­ბის ჰუ­მა­ნუ­რო­ბა კი არა, მათ მიერ იდე­ა­ლუ­რად და­გეგ­მი­ლი და გათ­ვლი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბია. ეს სტა­ტის­ტი­კა ხომ ძი­რი­თა­დად უკვე გახ­სნილ-გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მი­ხედ­ვით იქნა შედ­გე­ნი­ლი.

 

კი­დევ ერთი, აგ­რე­სი­ით გა­მორ­ჩე­უ­ლი ნიშ­ნის ვერ­ძის კი­სერ­ზე კი ძი­რი­თა­დად აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ფიქ­სირ­დე­ბა. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ­თა სი­ა­ში ას­ტრო­ლო­გე­ბი ვერ­ძებ­საც ნაკ­ლე­ბად მო­ი­აზ­რე­ბენ.

 

კუ­რო­ე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი "ბნე­ლი საქ­მე­ე­ბიც" მცი­რედ მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩვენ მიერ წარ­მოდ­გე­ნილ სტა­ტის­ტი­კა­ში. თუმ­ცა­ღა, თუკი კურო რა­ი­მე სა­ხის კრი­მი­ნა­ლურ აფი­ო­რა­ზე მი­დის კი­დეც, ძი­რი­თა­დად ეს თავ­დაც­ვა უფ­როა ვიდ­რე ვინ­მე­ზე თავ­დას­ხმა, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ან შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით. კურო, რო­გორც წესი, სა­კუ­თარ მფლო­ბე­ლო­ბას იცავს; სხვა არა­ფე­რი.

 

კირჩხი­ბე­ბი, თხის რქე­ბი და მშვილ­დოს­ნე­ბი სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით მოხ­ვდნენ ამ კვლე­ვა­ში. უფრო ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბა თვალ­ში ქალ­წუ­ლი­სა და სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ "აუტ­სა­ი­დე­რე­ბად" კი ამ მხრივ რაც არ უნდა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, ამე­რი­კელ­მა ას­ტრო­ლო­გებ­მა ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი მერ­წყუ­ლი და აზარ­ტუ­ლი მშვილ­დო­სა­ნი მი­იჩ­ნი­ეს.

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 876 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.