April 26, 2024

რა დაბრკოლებებს ხვდება ძლიერი ქალი პირად ცხოვრებაში

მაშინ როდესაც ვხედავთ ჭკვიან, თავდაჯერებულ და მიმზიდველ ქალს, წარმოდგენა გვექმნება რომ მას აქვს წარმატებული კარიერა, ჰყავს კარგი მეგობრები, ფინანსურად უზრუნველყოფილი და გასაოცარი პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი მცდარი არ არის, გარდა ბოლო ნაწილისა.

 

რამდენად რთულად დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, თავდაჯერებული, ძლიერი , უშიშარი ალფა ქალბატონებისთვის, არც თუ ისე მარტივია პირადი ცხოვრების აწყობა. ისინი მიმზიდველები და მარტივად შესაყვარებლნი არიან, მაგრამ მათთვის იდეალური პარტნიორის ძიება, სავსეა დაბრკოლებებით .

 

გთავაზობთ 7 მიზეზს, თუ რატომ არ აქვთ ალფა ტიპის ქალებს წარმატებული პირადი ცხოვრება:

 

მათი ეშინიათ

მამაკაცების უმრავლესობას, აშინებს და დისკომფორტს ანიჭებს ჭკვიანი,წარმატებული დამოუკიდებლი , შესაძლებლობების მქონე ქალები, რომლებმაც იციან რა უნდათ ცხოვრებაში. ქალები, რომლებიც თავიანთ მიზნებს მისდევენ.

ასეთ ქალებთან ურთიერთობას, მამაკაცები ერიდებიან, რადგან მათი გაკონტროლების შესაძლებლობა არ აქვთ და თავს უუნაროდ გრძნობენ. მამაკაცებს ურჩევნიათ კონტროლიებადი ქალი, რომელიც მათ ეგოს აუმაღლებს.

 

მათ აქვთ მიზნები და ოცნებები

მამაკაცის ძიება არ არის ამ ქალების პრიორიტეტი. ამ გასაოცარ ქალებს აქვთ ცხოვრებისეული მიზნები, რომლის მისაღწევად ბევრს შრომობენ. როდესაც ასეთი მიზანდასახული, მოტივირებული ქალბატონები პირად ურთიერთობას იწყებენ, ეს მათთვის იმას არ ნიშნავს რომ თავიანთი ამბიცია ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ იმიტომ რომ პარტნიორი ჰყავთ.

ასეთ ქალს აქვს ცხოვრებისეული მიზნი, რომლებსაც არავის გამო არ მიატოვებს. მას სურს გვერდში ჰყავდეს მამაკაცი, რომელიც არ შეეცდება მისი პირადი სივრცის შევიწროვებას და მხარს დაუჭერს მის საქმიანობასა და ამბიციებში.

 

ისინი მიუთითებენ მამაკაცებს მათ შეცდომაზე

ამ ქალებმა იციან საკუთარი თავის ფასი, და არ მისცემენ არავის უფლებას, რომ მოექცნენ უპატივცემულოდ და მოატყუონ ის. თუ ის შეამჩნევს, რომ მამაკაცი ბინძურ თამაშს ეთამაშება, ან ცდილობს რომ მოატყუოს, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ეს საქციელი შეუმჩნევლად არ დარჩეს. ჭკვიანი, დამოუკიდებელი ქალები არ ერიდებიან საკუთარი თავის დაცვას.

 

ისინი პრეტენზიულები არიან, რადგან იციან საკუთარი თავის ფასი

ასეთი ქალები ნაკლებად ეძლევიან სასოწარკვეთილებას მამაკაცის ძიებაში. მათ ზუსტად იციან რა თვისებებს ეძებენ საპირისპირო სქესში, ამიტომ ისინი დროს არ კარგავენ ნაკლების მოლოდინში.

ასეთი ქალები ეძებენ მამაკაცს, რომელიც არის გულწრფელი, ერთგული, პასუხისმგებლიანი, დამოუკიდებელი, გვერდში მდგომი და მოსიყვარულე. თუ მამაკაცი არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, მისი ადგილი ბოლო რიგებშია.

 

ისინი არ ერიდებიან საკუთარი აზრის დაფიქსირებას

ასეთი ქალები არიან თვითდაჯერებულნი და არ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოხატვის. თუ მათთვის ვინმე არის უინტერესო, პირდაპირობას არ ერიდებიან . თუ მათი პარტნიორი დაუშვებს შეცდომას ურთიერთობაში, ასეთი ქალი ყოველთვის მიუთითებს მას შეცდომაზე,რაც მამაკაცების უმრავლესობისთვის უჩვეულო და დამღლელია.

 

ისინი ჩამოყალიბებულნი არიან თავიანთ ცხოვრებაში

გამოცდილება მათ ეხმარება დაბრძენებაში და საკუთარი ცხოვრების მართვაში, ასევე გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში. მათ არ ენანებათ დრო იმაზე ფიქრში თუ როგორ წარმართომ პირადი ცხოვრება და კარიერა.

ისინი მიზანდასახულნი არიან და აქვთ ძლიერი ხასიათი. მათ იციან რა არის მორალურად სწორი და რა არა. მათ აქვთ თავიანთი რწმენა და პრინციპები, და არ აძლევენ სხვა ადამიანებს ხელის შეშლის საშუალებას.

ამ ქალბატონების თვითშეფასება არ განისაზღვერა სხვისი აზრით. მათ არ სჭირდებად მამაკაცის დასტური და კომპლიმენტები იმისათვის რომ თავი მნიშვნელოვნად და სასურველად იგრძნონ.

 

მათ ძლიერი სიყვარულის უნარი აქვთ

ასეთი ქალებისთვის სიყვარულის პოვნა არ არის მარტივი, თუმცა როდესაც შეიყვარებს, მისი გრძნობა იქნება უსაზღვრო და ძლიერი. ესეთ სიყვარულში ქალი ვალდებულად თვლის საკუთარ თავს, რომ გააკეთოს ყველაფერი მისი რჩეულისთვის რაც ერთგვარ ინვესტიციას ნიშნავს ურთიერთობაში,რასაც ადრე თუ გვიან უკან მოითხოვს.

სამწუხაროდ მამაკაცების უმეტესობას არ აქვს უნარი მიიღოს ასეთი ძლიერი, მძაფრი, ღრმა და პირდაპირი სიყვარული.

 

წყარო

წაკითხვა 800 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.